„ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №7 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №7 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 27/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 62, 01/06/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 27/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 300050000.19.012.014681
  • Word
9
27/05/2010
სსმ, 62, 01/06/2010
300050000.19.012.014681
„ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №7 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
„ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №7 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.050.000.19.012.014.681

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის

უფროსის ბრძანება №9

2010 წლის 27 მაისი

 ქ. თბილისი

„ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №7 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებულ (სსმ III, 02.10.2008, №145, მუხ. 1448) „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის „ი ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი (პირები), რომელიც (რომლებიც) წარმოადგენს პირის საბოლოო მფლობელს (მფლობელებს) ან მაკონტროლებელ პირს (პირებს); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარ მესაკუთრეს წარმოადგენს მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან 25-ზე მეტი პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ, „ნ და „ო ქვეპუნქტები:

„მ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში;

ნ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა;

ო) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი.“.

3. მე-5 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, რეგისტრატორი არ აჩერებს გარიგების შესრულებას (მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის მომსახურებას), გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

ა) თუ რეგისტრატორთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის ან კლიენტის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;

ბ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში;

გ) ამ დებულების 51 მუხლის მე-2 პუნქტის „ა ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებაზე უარის არსებობისას.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა _ „გ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში რეგისტრატორი ვალდებულია უარი განაცხადოს კლიენტის მომსახურებაზე (პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე). თუ რეგისტრატორს გაუჩნდა ეჭვი საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაზე, რეგისტრატორი ვალდებულია ანგარიშგების შესაბამისი ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარუდგინოს შესაბამისი ეჭვის გაჩენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ და „გ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში რეგისტრატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, მის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ამ გარიგების და მისი მონაწილე პირების შესახებ..

4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101პუნქტი:

„101. რეგისტრატორს მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირის (მისი წარმომადგენლისა ან მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით იდენტიფიკაციის მიზნით, უფლება აქვს ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით..

5. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:

„16. რეგისტატორმა უნდა მიიღოს გონივრული ზომები მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის დადგენისა და გადამოწმების მიზნით. ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა გატარდეს ფიზიკური პირის მსგავსი საიდენტიფიკაციო პროცედურები..

6. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

     „მუხლი 51. რეგისტრატორის ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით

1. რეგისტრატორი ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას.

2. თუ რეგისტრატორთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა კანონით და დებულებით გათვალისწინებულისა, რეგისტრატორმა (მისმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა) დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) მიიღოს ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა;

ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის, აგრეთვე ანგარიშის ბენეფიციარის ვინაობის დასადგენად;

გ) განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგი.

3. თუ პირი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) რეგისტრატორთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, რეგისტატორი ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე გაატაროს მის მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.

4. რეგისტრატორს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული სათანადო პროცედურები, რომლის საფუძველზეც რეგისტრატორი პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენისა და გადამოწმების მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირისგან, ასევე საჯარო წყაროებიდან ან შესაბამისი მონაცემთა ელექტრონული ბაზებიდან..

7. მე-6 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეგისტრატორი ვალდებულია პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) დოკუმენტური და ელექტრონული ფორმით (მოწოდებული ამ დებულების მე-5 მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებული წესით) შეინახოს ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, ასევე დადებული და/ან შესრულებული გარიგების შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები და ამ დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები) – ოპერაციის (გარიგების) დადების და/ან შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტებისა და ჩანაწერების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახვას ექვემდებარება რეგისტრატორთან როგორც ელექტრონული ფორმით დაფიქსირებული მონაცემები (შესაბამისი მონაცემთა ბაზები და სხვ.), ასევე დოკუმენტურად არსებული ინფორმაცია (დოკუმენტები).

2. გარიგების შესახებ და მასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაცია (დოკუმენტები) რეგისტრატორმა უნდა შეინახოს დედნის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, შეინახოს ამ ინფორმაციის (დოკუმენტების) ასლი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ, დადგენილი წესით ან თვით რეგისტრატორის გენერალური დირექტორისაგან (დირექტორისგან) უფლებამოსილი პირის მიერ, ხელმოწერითა და თუ ეს გათვალისწინებულია რეგისტრატორის წესდებით ან ინსტრუქციით – რეგისტრატორის ბეჭდით. ასლი იმგვარად უნდა იყოს დამოწმებული, რომ გარკვევით ჩანდეს ასლის დამმოწმებლის ვინაობა (სახელი, გვარი, თანამდებობა) და დამოწმების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი). დამოწმებას არ საჭიროებს ამ დებულების მე-5 მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებული წესით პირის იდენტიფიკაციისთვის წარმოდგენილი და რეგისტრატორის მიერ პირადობის მოწმობის (პასპორტის) საფუძველზე ვერიფიცირებული მონაცემები.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, აგრეთვე 6 წლის ვადით (თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე) შენახვას ექვემდებარება კანონის მე-9 მუხლისა და ამ დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმები. ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვისას რეგისტრატორი ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ზომები. პასუხისმგებლობა ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვასთან დაკავშირებით განისაზღვრება რეგისტრატორის შიდა ინსტრუქციით. ამასთან, ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რეგისტრატორთან შენახული ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმები უნდა იყოს დამოწმებული იმ თანამშრომლის ხელმოწერით, რომელსაც ანგარიშგების ფორმების ხელმოწერის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შიდა ინსტრუქციით და, თუ ეს გათვალისწინებულია შიდა ინსტრუქციით – რეგისტრატორის ბეჭდითაც..

8. მე-7 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად რეგისტრატორი ვალდებულია მიაწოდოს სამსახურს ცნობები კანონის მე-5 მუხლითა და ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებებთან დაკავშირებით.

2. სამსახურისათვის წარდგენილი ცნობები შედგენილი უნდა იყოს ამ დებულებაზე თანდართული „მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისთვის (7)“ მიხედვით (დანართი №2).

3. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს სამსახურს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესით. სამსახურს, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა მიეწოდება მხოლოდ ანგარიშგების ელექტრონული ფორმით გაგზავნის შეუძლებლობისას..

9. მე-7 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა ექვემდებარება შენახვას რეგისტრატორთან ამ დებულების მე-6 მუხლით განსაზღვრული ვადით. ანგარიშგების ელექტრონული ფორმის შესაბამის გრაფაში ხელმოწერის ნაცვლად მიეთითება მის შევსებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი. ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნის შემთხვევაში, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა უნდა დაიბეჭდოს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელმოწერით და რეგისტრატორის სურვილისამებრ – რეგისტრატორის ბეჭდით. ფორმის ერთი ეგზემპლარი წარედგინება სამსახურს, ხოლო მეორე რჩება რეგისტრატორთან და ექვემდებარება შენახვას ამ დებულების მე-6 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადით..

10. მე-7 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. თუ ანგარიშგების ფორმის რომელიმე გრაფაში არ არის საკმარისი ადგილი რეგისტრატორის ხელთ არსებული ინფორმაციის სრულად ჩასაწერად, ფორმას უნდა დაერთოს ელექტრონული ფურცელი (ფურცლები), რომელშიც დაწვრილებით აისახება საჭირო ინფორმაცია. თითოეული დამატებითი ფურცლის თავში უნდა მიეთითოს იმ ფორმის და გრაფის ნომრები, რომლის დანართსაც იგი წარმოადგენს. თითოეულ დამატებით ფურცელზე მიეთითება რეგისტრატორის სახელი და გვარი (ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა უნდა იყოს დამოწმებული რეგისტრატორის ხელმოწერით, ხოლო თუ ანგარიშგების ფორმის დამოწმება გათვალისწინებულია რეგისტრატორის ბეჭდით – ხელმოწერა დამოწმდება ასევე ბეჭდით)..

    მუხლი 2

 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. როინიშვილი