„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის №96 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის №96 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 27/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 62, 01/06/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 23/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 220080000.19.012.014678
  • Word
6
27/05/2010
სსმ, 62, 01/06/2010
220080000.19.012.014678
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის №96 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის №96 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.080.000.19.012.014.678

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის

უფროსის ბრძანება №6

2010 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის №96 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის №96 ბრძანებით (სსმ III, 11.08.2004 წ., №84, მუხლი 734) დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ – „რ“ ქვეპუნქტები:

„მ) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი (პირები), რომელიც (რომლებიც) წარმოადგენს პირის საბოლოო მფლობელს (მფლობელებს) ან მაკონტროლებელ პირს (პირებს); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარ მესაკუთრეს წარმოადგენს მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან 25-ზე მეტი პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;

ნ) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა;

ო) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;

პ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში;

ჟ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა;

რ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი.“.

2. მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით განსაზღვროს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის საეჭვოდ და/ან დანაწევრების მიზნით განხორციელებულად მიჩნევისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმების წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების, აგრეთვე ანგარიშგების ფორმების შევსებისა და მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული სხვა მასალების ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების საკითხები;“.

3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 პუნქტები:

„10. ვალუტის გადამცვლელპუნქტი უფლებამოსილია მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირის (მისი წარმომადგენლისა ან მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით იდენტიფიკაციის მიზნით, ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.

11. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა მიიღოს გონივრული ზომები მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის დადგენისა და გადამოწმების მიზნით. ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა გატარდეს ფიზიკური პირის მსგავსი საიდენტიფიკაციო პროცედურები.“.

4. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

     „მუხლი 61. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით

1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას.

2. თუ ვალუტის გადამცვლელ პუნქტთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და დებულებით გათვალისწინებულისა, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა (მისმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა) დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) მიიღოს ხელმძღვანელობისგან (ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელისგან) ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა;

ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად;

გ) განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგი.“.

5. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია კლიენტების (მათი წარმომადგენლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები დოკუმენტური ან ელექტრონული ფორმით (მოწოდებული ამ დებულების მე-6 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესით), ასევე ინფორმაცია (დოკუმენტები) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ შეინახოს შესაბამისი ოპერაციის შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახვას ექვემდებარება როგორც კომპიუტერის საშუალებით დაფიქსირებული ინფორმაცია (მაგალითად, მონაცემთა ელექტრონული ბაზის სახით), ასევე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში დოკუმენტების (მათი ასლების) სახით არსებული მასალები.“.

6. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის ანდა ოპერაციის თანხის დანაწევრების მიზნით შესრულებულ ოპერაციათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია ოპერაციის განხორციელებიდან 6 წლის ვადით (თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული) შეინახოს შესაბამისი კლიენტის (მისი წარმომადგენლის) საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამასთან, ასლები უნდა იყოს დამოწმებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ იმგვარად, რომ ნათლად ჩანდეს, ვის მიერ არის იგი დამოწმებული და დამოწმების თარიღი. ამ უკანასკნელის უზრუნველსაყოფად ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელმა სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით უნდა განსაზღვროს თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელსაც მიენიჭება ასლის დამოწმების უფლება. დამოწმებას არ საჭიროებს ამ დებულების მე-6 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესით პირის იდენტიფიკაციისთვის წარმოდგენილი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ პირადობის მოწმობის (პასპორტის) საფუძველზე ვერიფიცირებული მონაცემები.“.

7. მე-9 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ცნობები მონიტორინგს დაქვემდებარებულ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებთან დაკავშირებით.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდებული ცნობები უნდა იყოს შედგენილი „მონიტორინგს დაქვემდებარებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის ანგარიშგების ფორმა ( 4) “ (შემდგომში „ანგარიშგების ფორმა“) მიხედვით (დანართი №1).

3. ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს (შეივსოს და გაიგზავნოს) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესით. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა მიეწოდება მხოლოდ ანგარიშგების ელექტრონული ფორმით გაგზავნის შეუძლებლობისას.“.

8. მე-9 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგების ელექტრონულ ფორმაში შესაბამის გრაფაში ხელმოწერის ნაცვლად მიეთითება იმ პირის სახელი და გვარი, რომელსაც ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს ანგარიშგების ფორმების შევსებისა და გაგზავნის უფლებამოსილება. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარდგენილი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის ვადით. ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვისას ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ზომები. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნისას, ანგარიშგების ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს იმ პირის ხელმოწერით, რომელსაც ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს ანგარიშგების ფორმების ხელმოწერის უფლებამოსილება. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო მეორე რჩება ვალუტის გადამცვლელ პუნქტში და ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის ვადით.“.

9. მე-9 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. თუ ანგარიშგების ფორმის რომელიმე გრაფაში არ არის საკმარისი ადგილი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ხელთ არსებული ინფორმაციის სრულად ჩასაწერად, ფორმას უნდა დაერთოს დამატებითი ელექტრონული ფურცელი (ფურცლები), რომელშიც დაწვრილებით აისახება საჭირო ინფორმაცია. თითოეული დამატებითი ფურცლის თავში უნდა მიეთითოს იმ ფორმის და გრაფის ნომრები, რომლის დანართსაც იგი წარმოადგენს და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი. ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმის თითოეული დამატებითი ფურცელი უნდა იყოს ასევე დამოწმებული იმ პირის ხელმოწერით, რომელსაც ანგარიშგების ფორმების ხელმოწერის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით.“.

    მუხლი 2

 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. როინიშვილი