,,საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ნუსხის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 15 ივლისის №304 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ნუსხის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 15 ივლისის №304 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 646
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 20/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 164, 21/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.08.002.004.
  • Word
646
20/11/2007
სსმ, 164, 21/11/2007
120.340.000.08.002.004.
,,საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ნუსხის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 15 ივლისის №304 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №646

2007 წლის 20 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ნუსხის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 15 ივლისის №304 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ნუსხის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 15 ივლისის №304 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების:

ა.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ნუსხის შესახებ“;

ა.ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციის თანდართული ნუსხა.“;

ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული ნუსხის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ნუსხა“;

გ) ბრძანებულებით დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრული გრაფა ,,სპეციალური შეიარაღება და ხელსაწყოები“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,სპეციალური შეიარაღება და ხელსაწყოები

1. სამხედრო დანიშნულების სპეც. ჯავშანჟილეტი (ყველა სახეობა)

2. ჩაფხუტი ,,სშ-68“ ,,კპ-80“ საბრძოლო; (,,CШ-68“ „KP-80“)

3. სპეციალური დანიშნულების ამუნიცია, ინვენტარი და შეიარაღება (საჭიროების მიხედვით)

4. აირწინაღი..

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი