„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურის დამატებითი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების დამტკიცების შესახებ“

  • Word
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურის დამატებითი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 06/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 98, 12/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.033.014954
  • Word
31
06/08/2010
სსმ, 98, 12/08/2010
360160000.22.033.014954
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურის დამატებითი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.033.014.954

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება 31

2010 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურის დამატებითი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების დამტკიცების შესახებ

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურის დამატებითი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხაჩიძე

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურის დამატებითი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები

    მუხლი 1

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგამოძიებო დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) მოსამსახურე არის საჯარო მოსამსახურე, რომელზეც ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ ბრძანებით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.

    მუხლი 2

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დეპარტამენტის მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯები 500 ლარის ოდენობით.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით დეპარტამენტის მოსამსახურის დასახიჩრების ან მისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში მას სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.

3. დეპარტამენტის მოსამსახურეს შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო (პრემია), აგრეთვე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ერთჯერადი დახმარება, რომლის ოდენობას განსაზღვრავს დეპარტამენტის უფროსი.

4. დეპარტამენტის მოსამსახურეს, რომელიც დათხოვნილია (გათავისუფლებულია) პირადი განცხადების საფუძველზე და ნამსახურები აქვს არანაკლებ 10 წლისა, ეძლევა ერთდროული (გასასვლელი) დახმარება 400 ლარის ოდენობით.

    მუხლი 3

1. დეპარტამენტის მოსამსახურეს სამსახურებრივი ურთიერთობა დროებითი შრომისუუნარობის (ავადმყოფობის) გამო შეუჩერდება სამედიცინო კომისიის ან შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ზედიზედ ოთხ თვეს, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ეს დრო შეიძლება გაგრძელებულ იქნეს თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის მიერ სამკურნალო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე.

3. შრომისუუნარობის გამო შრომითი ურთიერთობის შეჩერების ვადის ამოწურვის შემდგომ მოსამსახურე ექვემდებარება სამედიცინო კომისიის მიერ შემოწმებას ვარგისიანობაზე.

4. დეპარტამენტის მოსამსახურეზე, რომელმაც ჭრილობა ან დასახიჩრება მიიღო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ამ მუხლით გათვალისწინებული ვადები არ ვრცელდება. აღნიშნული მოსამსახურე მკურნალობის დამთავრების შემდეგ ექვემდებარება სამედიცინო შემოწმებას.

5. დროებითი შრომისუუნარობის (ავადმყოფობის) გამო სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების დრო არ შედის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ანგარიშში.

6. დროებითი შრომისუუნარობის (ავადმყოფობის) გამო სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში მოსამსახურეს უნარჩუნდება ხელფასი.

7. ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო გათავისუფლების შესახებ მოხელეს წერილობით უნდა ეცნობოს გათავისუფლებამდე 2 კვირით ადრე მაინც.