„საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 231
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 98, 12/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 07/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
231
10/08/2010
სსმ, 98, 12/08/2010
000000000.00.000.000000
„საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №231

2010 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სა­ჯარო სექ­ტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №38 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №22, მუხლი 273) შე­ტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

     „მუხლი 1.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭო შემ­დეგი შემადგენლობით:

საბჭოს თავმჯდომარე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სა­­ხაზინო სამსახურის უფროსი

საბჭოს წევრი – საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლო­ბისა და სოციალური დაცვის სამინის­ტროს ად­მინისტრაციული დეპარტამენ­ტის ბუ­ღალ­­ტრუ­ლი აღრიცხვა-ანგა­რიშ­გების სა­მ­მარ­­თვე­­ლოს უფროსი

საბჭოს წევრი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრა­დი განვითარების სამინისტროს ადმი­ნის­ტრა­­ცი­ის უფროსი

საბჭოს წევრი – საქართველოს იუსტიციის სამინის­ტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მო­ადგილე

საბჭოს წევრი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მო­ად­გილე

საბჭოს წევრი – საქართველოს განათლებისა და მეც­ნიერე­ბის მინისტრის მოადგილე

საბჭოს წევრი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამი­ნის­ტროს საკადრო და ორგანი­ზაცი­ული უზ­რუნველყოფის დეპარტამენტის საფი­ნან­სო-სამეურნეო უზრუნველ­ყო­ფის მთა­ვა­რი სამ­მართველოს ცენტრა­ლური სა­ბუ­ღალტრო სამსახურის უფ­როსი.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური