დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 634 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 16/11/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 164, 21/11/2007 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 22/05/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №634
2007 წლის 16 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1486) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების №2 დანართის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეებს, კონტროლის პალატის პრეზიდიუმის წევრებს, კონტროლის პალატის თავმჯდომარის წარდგინებით – კონტროლის პალატის 10 თანამშრომელს, სახალხო დამცველის მოადგილეებს, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს;“;
ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების №2 დანართის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) ქ. თბილისის მერის მოადგილეებს, ქ. თბილისის მერიის არა უმეტეს 7 თანამშრომელს – ქ. თბილისის მერის წარდგინების საფუძველზე, ქალაქების მერებს, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ქ. თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირებს (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა);“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები