დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 1 სექტემბრის №534 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 627 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 12/11/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 161, 16/11/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080.080.000.08.002.004 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 080.080.000.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №627
2007 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 1 სექტემბრის №534 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 1 სექტემბრის №534 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №119, მუხ. 1611) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ეთხოვოთ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება:
ჯოვანა ბარბერისს – გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს
ზანე ბანდერს – საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის პროექტის მენეჯერს
იგორ გაონს – საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელს
ანდრო გიგაურს – აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კანონის უზენაესობის პროექტის სპეციალისტს
გრიგოლ გიორგაძეს – საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს
ია დადუნაშვილს – ეუთოს მისიის წარმომადგენელს საქართველოში, ანტიკორუფციულ ოფიცერს
ლალი ფაფიაშვილს – საქართველოს პარლამენტის წევრს
დონალდ ქეროლს – აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს
ქეთევან ჭელიძეს – არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომის“ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს
ხათუნა ჭითანავას – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს
მარკ ჰულსტს – საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ტრეფიკინგის საწინააღმდეგო პროგრამის ოფიცერს.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები