„საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 626
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 10/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 98, 12/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
626
10/08/2010
სსმ, 98, 12/08/2010
000000000.00.000.000000
„საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №626

2010 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის № 400 ბრძანებულებით (სსმ III, 2006 წ., №88, მუხ. 1169) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) პირველი მუხლის:

ა.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ განცხადების მიღებისათვის უფლებამოსილი სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების ნუსხას ადგენს სააგენტოს თავმჯდომარე.”;

ა.ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე თარგმნილი, კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლების სახით. სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი ქართულენოვანი თარგმანის გარეშე, თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით.”;

ბ) მე-2 მუხლის „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) არის საქართველოს მოქალაქის ან ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის მეუღლე, მშობელი, შვილი, შვილიშვილი, შვილობილი, მშვილებელი, და, ძმა, პაპა ან ბებია.”;

გ) მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

     „მუხლი 21. დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვება პირის მიერ, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა

 დროებითი ბინადრობის ნებართვა შეიძლება მიეცეს პირს, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.”;

დ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთები

1. განცხადებას დროებითი ბინადრობის მოპოვების თაობაზე უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) უცხოელის პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ პირი განცხადების წარდგენისას იმყოფება საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღ-დამღა, გადაწყვეტილება უცხოელის საქართველოდან გასვლის გადავადების შესახებ ან სხვ.);

გ) ამ დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელი საბუთი:

გ.ა) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოში მუშაობის დამადასტურებელი საბუთი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი), ხოლო თავისუფალი პროფესიის ადამიანებისათვის – ცნობა ბანკიდან, რომელიც ასახავს მათ პირად ანგარიშზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში თანხის ბრუნვას, რაც უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტში მითითებულ ოდენობას;

გ.ბ) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს სამკურნალო დაწესებულების ცნობა იმის თაობაზე, რომ პირს ესაჭიროება მკურნალობა საქართველოში ან სასწავლო დაწესებულების ცნობა უცხოელის სასწავლებელში ჩარიცხვის ან სწავლის გაგრძელების თაობაზე (მკურნალობის ან სწავლის სავარაუდო ხანგრძლივობის მითითებით);

გ.გ) მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მოწვევა;

გ.დ) მე-2 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მეურვეობის ან მზრუნველობის დამადასტურებელი ცნობა;

გ.ე) მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთი (დაბადების, ქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის ან სხვა მოწმობა), აგრეთვე შესაბამისი პირის საქართველოს მოქალაქეობის ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობა;

დ) ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი ცნობა, რომელიც ეკუთვნის უცხოელს და/ან მის ნათესავს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა ან აქვს საქართველოში ბინადრობის უფლება. შემოსავლად ასევე შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც, ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები, ხოლო ამ დებულების მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთათვის – საქართველოში განსაზღვრულ საპენსიო მინიმუმზე ნაკლები. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება რელიგიური და საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრებზე;

ე) 2 ფოტოსურათი, ზომით 3/4;

ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2. პირებს, რომელთაც შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობა და არ დაუტოვებიათ საქართველოს ტერიტორია, დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად არ მოეთხოვებათ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „დ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენა, ხოლო პირებს, რომელთაც შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობა და დატოვეს საქართველოს ტერიტორია – ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენა.”;

ე) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა ერთ წლამდე ვადით, მისი გაგრძელება შეიძლება 5 წლამდე ვადით.”;

ვ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. განსაკუთრებულ შემთხვევებში, დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად შეიძლება გაიცეს 5 წლის ვადით, მისი გაგრძელება შეიძლება ერთ წლამდე ვადით.”;

ზ) მე-5 მუხლის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს მოქალაქის მეუღლეს, მშობელს, შვილს, შვილიშვილს, მშვილებელს, შვილობილს, დას, ძმას, პაპას ან ბებიას;”;

თ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ” ქვეპუნქტი:

„დ) პირებს, რომელთაც შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობა.”;

ი) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ პირი განცხადების წარდგენისას იმყოფება საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღ-დამღა, გადაწყვეტილება უცხოელის საქართველოდან გასვლის გადავადების შესახებ ან სხვ.);”;

კ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. პირებს, რომელთაც შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობა და არ დაუტოვებიათ საქართველოს ტერიტორია, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად არ მოეთხოვებათ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „დ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენა, ხოლო პირებს, რომელთაც შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობა და დატოვეს საქართველოს ტერიტორია – ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენა.”;

ლ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი

1. ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან გასაგრძელებლად სააგენტოს განცხადება წარედგინება მატერიალური ან ელექტრონული ფორმით – სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე განთავსებული განცხადების ფორმის შევსების საშუალებით.

2. სააგენტოში განცხადების წარდგენისას უნდა მიეთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის მისაღები ფორმა: ფოსტა, ელექტრონული ფოსტა ან სატელეფონო შეტყობინება. თუ განცხადებაში არ არის მითითებული კომუნიკაციის სასურველი ფორმა, კომუნიკაცია ხორციელდება წერილობით.

3. ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა საბუთი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. საჭირო დოკუმენტაციის არასრულად წარდგენის შემთხვევაში, სააგენტო დოკუმენტაციის გადმომგზავნ პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.

4. ბინადრობის ნებართვის მიღებისა და გაგრძელების შესახებ განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოში საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენიდან 30 დღეს.

5. სააგენტო დადგენილ ვადაში ამოწმებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მის შესაბამისობას ამ დებულებასა და საქართველოს კანონმდებლობასთან. ამ მიზნით, ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, იგი უფლებამოსილია განცხადების მიღებიდან 2 დღეში წერილობით ან ელექტრონული ფორმით გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიულ პირებისგან, რომლებიც ვალდებული არიან მიმართვის მიღებიდან 5 დღეში მიაწოდონ სააგენტოს მოთხოვნილი ინფორმაცია. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან ამის თაობაზე წერილობით ან ელექტრონული ფორმით აცნობონ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.

6. განცხადების განხილვის პროცესში სააგენტო უფლებამოსილია მოიწვიოს განმცხადებელი და მიიღოს მისგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტება. განმცხადებლის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია განცხადება დატოვოს განუხილველად.

7. უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის განხილვა-გადაწყვეტისას სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. უცხოელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე სააგენტო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბინადრობის ნებართვის გაცემის ან ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თაობაზე.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება დიპლომატიურ წარმომადგენლობას, საკონსულო დაწესებულებას ან სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს.

10. უცხოელზე, რომელმაც მოიპოვა ბინადრობის ნებართვა, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური გასცემს შესაბამის მოწმობას, რომლის ფორმას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

11. უცხოელს, რომელსაც უარი ეთქვა დროებითი ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე, უფლება აქვს იმავე საფუძვლით განმეორებით შეიტანოს განცხადება, პირველ განცხადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანიდან არანაკლებ ერთი თვის შემდეგ, ხოლო მუდმივი ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში – 3 თვის შემდეგ.”;

მ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობის მისაღებად სპეციალური ნებართვა არ ესაჭიროებათ და ამ დებულების მოთხოვნები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც:

ა) 1993 წლის 27 მარტისათვის მუდმივად ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს მოქალაქეებად არ ჩაითვალნენ, თუ 1993 წლის 27 მარტის შემდეგ არ მოხსნილან საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან;

ბ) გავიდნენ საქართველოს მოქალაქეობიდან და არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.”.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი