„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" 2010 წლის 13 აგვისტოს №45 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" 2010 წლის 13 აგვისტოს №45 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 04/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 20/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016007
  • Word
57
22/09/2010
სსმ, 33, 04/10/2010
010250020.35.161.016007
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" 2010 წლის 13 აგვისტოს №45 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
გარდაბნის მუნიციპალიტეტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 57

. გარდაბანი

2010 წლის 22 სექტემბერი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 13 აგვისტოს 45 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

შევიდეს ცვლილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს45 დადგენილების გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ მე-2 მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს ქვემოთ ჩამოთვლილ მუხლებში მითითებული რედაქციით.

    მუხლი 2

    „მუხლი 2. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1. გამგეობის ტერიტორიული ორგანო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობისა და ამ დებულების შესაბამისად.

2. გამგეობის ტერიტორიულ ორგანოს აქვს დებულება, ბეჭედი გარდაბნის მუნციპალიტეტის გერბის გამოსახულებით და ტერიტორიული ორგანოს სახელწოდების აღნიშვნით.“.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 4

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22- მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი