დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობას და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ფოთი/ბათუმის (საქართველო) და ქერჩის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის ორგანიზების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 622 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 07/11/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 159, 12/11/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №622
2007 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობას და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ფოთი/ბათუმის (საქართველო) და ქერჩის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის ორგანიზების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2007 წლის 26 სექტემბერს ქ. თბილისში ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობას და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ფოთი/ბათუმის (საქართველო) და ქერჩის (უკრაინა) ნავსადგურებს შორის პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის ორგანიზების შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს უკრაინის მინისტრთა კაბინეტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები