„საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №34 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №34 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 625
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 10/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 98, 12/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 11/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
625
10/08/2010
სსმ, 98, 12/08/2010
000000000.00.000.000000
„საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №34 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №625

2010 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №34 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის № 34 ბრძანებულებით (სსმ III, 2000 წ., №11, მუხ. 121) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21  მუხლი:

     „მუხლი 2 1

1. მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი მიუთითებს სააგენტოსთან კომუნიკაციის მისთვის მისაღებ ფორმას: ფოსტას, ელექტრონულ ფოსტას ან სატელეფონო შეტყობინებას. თუ განცხადებაში არ არის მითითებული კომუნიკაციის სასურველი ფორმა, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება წერილობით.“;

ბ) დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაუცველად, თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით.“;

გ) დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებებს დაინტერესებული პირები წარადგენენ პირადად, მინდობილობის მქონე პირის ან ფოსტის მეშვეობით, ან სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული განცხადების ფორმის შევსების საშუალებით.“;

დ) დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6

1. დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად წარადგინოს მოქალაქეობის საკითხის განსახილველად საჭირო ყველა საბუთი. დოკუმენტაციის არასრულად წარდგენის შემთხვევაში, სააგენტო მას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ხარვეზის არსებობის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება განცხადებაში ამ დებულების 21  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მითითებული ფორმით.

2. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის ორგანოში განცხადების/წარდგინების რეგისტრაციის დღიდან 3 თვეს, ხოლო მოქალაქეობის დადგენის საკითხზე – 15 დღეს.

3. თუ განმცხადებელი აღარ არის დაინტერესებული საქართველოს მოქალაქეობის მიღების, მოქალაქეობიდან გასვლის ან მოქალაქეობის აღდგენის საკითხით, იგი უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს წარმოების შეწყვეტა.“;

ე) დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9

საქართველოს მოქალაქეობის მიღების, მოქალაქეობის შეწყვეტის და მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე განცხადებისა და წარდგინების განმეორებითი განხილვა შეიძლება წინა გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ.“;

ვ) დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს მოტივირებული დასკვნა პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობის შესახებ ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.“;

ზ) დებულების მე-13 მუხლს:

ზ.ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11  პუნქტი:

„11 . პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის კანონით დადგენილი საფუძვლების არ არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეობის საკითხის განხილვა დასრულდება სააგენტოში და სააგენტოს მოტივირებული დასკვნა ეგზავნება განმცხადებელს 3 დღეში.“;

ზ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31  და 32  პუნქტები:

„31 . საქართველოს მოქალაქეობიდან პირის გასვლის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის სააგენტოს ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ამ პირის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე. აღნიშნულ დოკუმენტს ამ პუნქტში მითითებულ ორგანოებს წარუდგენს საქართველოს მოქალაქეობიდან გამსვლელი პირი ან იმ ქვეყნის შესაბამისი ორგანო, რომლის მოქალაქედაც ეს პირი იქნა მიღებული.

32 . საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვალდებულია სააგენტოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამ მუხლის 31  პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის მიღების შესახებ და უზრუნველყოს სააგენტოში მისი გადაგზავნა დოკუმენტის მიღებიდან 5 დღეში.“;

თ) დებულების 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) 18-დან 27 წლამდე ასაკის პირებისათვის – სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი