დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" 2010 წლის 13 აგვისტოს №36 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 04/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.161.016005 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/10/2010 - 10/11/2010)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №55
2010 წლის 22 სექტემბერი
ქ. გარდაბანი
,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 13 აგვისტოს №36 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №36 დადგენილების ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მე-6 მუხლის ,,ჟ“ პუნქტში და ჩამოყალიბდეს ქვემოთ ჩამოთვლილ მუხლებში მითითებული რედაქციით.
მუხლი 2
„მუხლი 6. სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ფუნქციებია:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება;
ბ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველა სახის მშენებლობის გათვალისწინებით ახლად ასაშენებელ და სარეკონსტრუქციო ობიექტების დაპროექტების სტადიურობის, ესკიზური, ვარიანტული და საკონკურსო დამუშავების განსაზღვრაში, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული არქიტექტურული და ქალაქთმშენებლობითი მნიშვნელობა;
გ) დაქვემდებარებულ სფეროებში დამკვეთის დავალების განხორციელება;
დ) არქიტექტურულ-სამშენებლო დარგში თანამედროვე საინფორმაციო ბანკისა და საინფორმაციო სისტემების დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ვ) ურთიერთთანამშრომლობა როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის შესაბამის სტრუქტურებთან, საჭიროების შემთხვევაში მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
ზ) საზოგადოების ინფორმირება დარგში არსებული მდგომარეობის, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე;
თ) სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება;
ი) მშენებლობის ინდუსტრიალიზაციის დონის, წარმოების ტექნოლოგიის სრულყოფის მასალებისა და კონსტრუქციების ახალი სახეობების დანერგვის ორგანიზება;
კ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამწვანებული ტერიტორიების, გზების მონაკვეთების, მოედნების, გზაჯვარედინების, ავტოსადგომებისა და ა.შ., დაგეგმარების ორგანიზება;
ლ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის ურბანული გარემოს ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტებისა და მიღებული გადაწყვეტილების შეფასების მოდელირება;
მ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ ისტორიული ნაწილის დაცვის ზონების საზღვრებში ცალკეული შენობების (გარდა უძრავი ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტებისა) რესტავრაციის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის, ადაპტაციის და ახალი შენობა-ნაგებობების საპროექტო წინადადებებისა და პროექტების განხილვა;
ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ზონირების დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების პროექტების მომზადება;
ო) შიდა სარგებლობის გზების, ტროტუარების, ხიდების, გვირაბების, მდინარეთა ჯებირებისა და სხვა საინჟინრო ნაგებობათა შეკეთებისა და ექსპლოატაციის უზრუნველყოფა;
პ) დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების განსახორციელებლად მოიზიდოს ინვესტიციები და ხელი შეუწყოს საინვესტიციო გარემოს ფორმირებას;
ჟ) განიხილოს და მოამზადოს პროექტები თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, მცირე არქიტექტურული ფორმების, ძეგლების, ქანდაკებების, ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამის, გარე რეკლამის მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხები;
რ) შენობა-ნაგებობების ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტების განხილვა;
ს) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გავრცელების გეგმის შემუშავება;
ტ) მონაწილეობა მიიღოს მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიმღები კომისიის მუშაობაში;
უ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს გარდაბნის რაიონულ სასამართლოში (ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის №14), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები