დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,დ. ნატროშვილის, დ. გვინდაძისა და რ. დალაქიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 616 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 05/11/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 157, 07/11/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №616
2007 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
დ. ნატროშვილის, დ. გვინდაძისა და რ. დალაქიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს დავით ნატროშვილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს დიმიტრი გვინდაძესა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს რომან დალაქიშვილს უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება „საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის (აღმოსავლეთ-დასავლეთი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეორე პროექტი) დაფინანსების ხელშეკრულების“ ტექსტის მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები