„უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის №80 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის №80 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 624
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 10/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 98, 12/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
624
10/08/2010
სსმ, 98, 12/08/2010
000000000.00.000.000000
„უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის №80 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №624

2010 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

„უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის №80 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის №80 ბრძანებულებით (სსმ III, 2006 წ., №11, მუხ. 121) დამტკიცებულ დებუ-ლებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პასპორტის ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ქართულ ენაზე ნათარგმნი, კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი;”;

ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

„32. სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაუცველად, თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით.”;

გ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს აგრეთვე სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული განცხადების ფორმის შევსების საშუალებით.

12. სააგენტოში განცხადების წარდგენისას უცხო ქვეყნის მოქალაქე მიუთითებს სააგენტოსთან კომუნიკაციის მისთვის მისაღებ ფორმას: ფოსტას, ელექტრონულ ფოსტას ან სატელეფონო შეტყობინებას. თუ განცხადებაში არ არის მითითებული კომუნიკაციის სასურველი ფორმა, უცხო ქვეყნის მოქალაქესთან კომუნიკაცია ხორციელდება წერილობით.”;

დ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. სააგენტო უფლებამოსილია მოამზადოს დასკვნა პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტთან შეუსაბამობის შესახებ, თუ არსებობს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოდან მიღებული ინფორმაცია სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეუწონლობის შესახებ.

7. მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.”;

ე) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6

ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტიდან ერთ კვირაში სააგენტო უზრუნველყოფს საკითხის განხილვას და ამზადებს დასკვნას უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის თაობაზე.”;

ვ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის შესახებ დასკვნას 3 დღეში უგზავნის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოებისა და შეწყალების საკითხთა სამსახურს (შემდეგში – სამსახური). უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტთან შეუსაბამობის შემთხვევაში, მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვა დასრულდება სააგენტოში და დასკვნა 3 დღეში ეგზავნება უცხო ქვეყნის მოქალაქეს.”;

ზ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9

უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმიდან 6 თვის შემდეგ უფლება აქვს ხელახლა წარადგინოს განცხადება.”.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი