დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული ლიცეუმის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 15 ნოემბრის N1115 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 90/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 121, 23/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016005 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №90/ნ
2010 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული ლიცეუმის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 15 ნოემბრის №1115 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 აგვისტოს №219 დადგენილების მე-3 მუხლის და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული ლიცეუმის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 15 ნოემბრის №1115 ბრძანება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები