"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გორის უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 2 ოქტომბრის №828 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გორის უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 2 ოქტომბრის №828 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 91/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 21/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 121, 23/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 28/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016006
  • Word
91/ნ
21/09/2010
სსმ, 121, 23/09/2010
040030000.22.022.016006
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გორის უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 2 ოქტომბრის №828 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №91/ნ

2010 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის გორის უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 2 ოქტომბრის №828 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის უნივერსიტეტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №247 დადგენილების 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის გორის უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 2 ოქტომბრის 828 ბრძანებაში (სსმ III, 06.10.2009წ., 121, მუხ.1393) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის გორის სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ”;

ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის გორის სასწავლო უნივერსიტეტის თანდართული წესდება”;

გ) ბრძანებით დამტკიცებული წესდების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის გორის სასწავლო უნივერსიტეტის წესდება”;

დ) ბრძანებით დამტკიცებული წესდების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საჯარო სამართლის იურიდიული პირი გორის სასწავლო უნივერსიტეტი (შემდგომში უნივერსიტეტი) წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შედეგად წარმოქმნილ მრავალფუნქციურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებას, რომელშიც სტუდენტების, პროფესორების, მასწავლებლებისა და მკვლევრების თანამშრომლობით იქმნება აკადემიური და პროფესიული განათლებისა და კვლევის ერთიანი სივრცე, რომელიც ემყარება აკადემიური თავისუფლების, სინდისის თავისუფლების და არჩევანის თავისუფლების პრინციპებს.

სტუდენტები, მასწავლებლები, მეცნიერები და პროფესორები თავისუფალნი არიან, აირჩიონ კვლევისა და შესწავლის სფეროები და მიმართულებები. სტუდენტები და პროფესორები თავისუფალნი არიან აირჩიონ გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ნებისმიერი ფორმა, რომელიც, მათი აზრით, საუკეთესოდ შეესატყვისება უნივერსიტეტის საერთო მიზნებს და ამოცანებს”;

ე) ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი გორის სასწავლო უნივერსიტეტი, ინგლისურად – Legal Entity of Public Law – Gori Teaching University. უნივერსიტეტის შემოკლებული სახელწოდებაა: ,,გსუ“, ინგლისურად – ,,GTU“.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. შაშკინი