დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 146/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/05/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 59, 25/05/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.014665 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.665
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №146/ნ
2010 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
„2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანების (სსმ III, 22.12.2009, №156, მუხლი 1876) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:
„ო) გულის ქირურგიის სახელმწიფო პროგრამა (დანართი №14).
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
დანართი №14
გულის ქირურგიის სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკებით, ასევე გულის იშემიური დაავადებით და გულის სიმსივნით დაავადებული მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.
მუხლი 2. პროგრამის ამოცანა
პროგრამის ამოცანაა გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკებით, ასევე გულის იშემიური დაავადებით და გულის სიმსივნით დაავადებული მოსახლეობისათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი კარდიოქირურგიული მომსახურების უზრუნველყოფა.
მუხლი 3. პროგრამის მოსარგებლეები
1. პროგრამის მოსარგებლედ განისაზღვრება:
ა) გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც ესაჭიროებათ კარდიოქირურგიული მკურნალობა;
ბ) გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიებით დაავადებული 50 წლის და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც ესაჭიროებათ კარდიოქირურგიული მკურნალობა;
გ) 60 წლის და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლთაც ესაჭიროებათ კორონარული ანგიოპლასტიკა.
2. პროგრამის სერვისით ვერ ისარგებლებენ „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218, „საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებით და „საქარ-თველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეები.
მუხლი 4. მომსახურების მოცულობა
პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:
ა) გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული პაციენტების კარდიოქირურგიულ მკურნალობას;
ბ) გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიების კარდიოქირურგიულ მკურნალობას;
გ) კორონარულ ანგიოპლასტიკას.
მუხლი 5. დაფინანსების მეთოდოლოგია, ანაზღაურების წესი
მომსახურება ჯგუფდება კატეგორიების მიხედვით და ფინანსდება ნოზოლოგიური ჯგუფისათვის დადგენილი საშუალო ღირებულებით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
| ნოზოლოგიური ჯგუფები | საშუალო ღირებულება |
| გულის თანდაყოლილი მანკები: |
|
| ოპერაცია სისხლის ხელოვნური მიმოქცევით | 17 155 |
| ოპერაცია სისხლის ხელოვნური მიმოქცევის გარეშე | 11 992 |
| პირველადი დიაგნოასტიკა | 2 400 |
| ენდოვასკულური ოპერაციები: |
|
| ამპლაცერი / პეისმეიკერი | 8 551 |
| ვალვულოპლასტიკა / რაშკინდი | 3 016 |
| გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიები: |
|
| იშემიური დაავადებების, გულის სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა | 11 890 |
| შეძენილი მანკები: |
|
| ერთი სარქვლის / აღმავალი აორტის / აორტის რკალის პროთეზირება / პლასტიკა | 15 106 |
| ბიოლოგიური სარქველი | 17 185 |
| ბენტალი / მწვავე მანკი / ინფარქტის შემდგომი გართულებები: სარქვლოვანი პათოლოგია, პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი, მარცხენა პარკუჭის ანევრიზმა | 18 690 |
| ორი სარქვლის / სარქვლის და აღმავალი აორტის პროთეზირება | 18 052 |
| კორონარული ანგიოპლასტიკა | 2 500 |
2. კარდიოქირურგიული მკურნალობა ფინანსდება ღირებულების 70%-ით. პაციენტის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 30%-ს, გარდა გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პაციენტების მკურნალობისა.
3. გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებულ 18 წლამდე პაციენტების კარდიოქირურგიული მკურნალობა ფინანსდება სრულად.
4. კორონარული ანგიოპლასტიკით მკურნალობა ფინანსდება ღირებულების 50%-ით.
მუხლი 6. მომსახურების განხორციელების მექანიზმები
1. მომსახურების მიწოდება ხორციელდება მოსარგებლეთა ვაუჩერიზაციის გზით.
2. კარდიოქირურგიის ინდივიდუალური ვაუჩერი წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ მიზნობრივი ჯგუფისათვის გადაცემულ ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც განკუთვნილია კარდიოქირურგიული მომსახურების მისაღებად.
3. კარდიოქირურგიის ინდივიდუალური ვაუჩერი გაიცემა პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებუ-ლების მიერ გაცემული ფორმა №IV-100/ა-ის საფუძველზე.
4. კარდიოქირურგიის ინდივიდუალური ვაუჩერით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურება ითვალისწინებს გულის ქირურგიის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კარდიოქირურგიული მკურნალობის მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას არა უმეტეს გულის ქირურგიის სახელმწიფო პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღირებულებისა.
5. პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულება აღრიცხვაზე მყოფი პაციენტის შესახებ ინფორმაციას წარადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოში“ (შემდგომში სააგენტო).
6. სააგენტო, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ადმინისტრაციულ ასიგნებათა ფარგლებში, უზრუნველყოფს აღრიცხვაზე მყოფი პაციენტებისათვის კარდიოქირურგიის ინდივიდუალური ვაუჩერების ბეჭდვასა და დარიგებას, ასევე შეიმუშავებს და ამტკიცებს ვაუჩერის ფორმას.
7. კარდიოქირურგიის ინდივიდუალური ვაუჩერის მფლობელს, პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიღებისას აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებს შორის.
8. პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებების მიერ სააგენტოში წარმოდგენილი ვაუჩერების საფუძველზე სააგენტო განახორცილებს ანგარიშსწორებას სამედიცინო დაწესებულებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე.
მუხლი 7. პროგრამის ბიუჯეტი
„2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 8 659.5 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის მიხედვით:
| ღონისძიება
| თანხა (ათას ლარი) |
| 1. გულის თანდაყოლილი მანკების კარდიოქირურგიული მკურნალობა | 3 200,0 |
| 2. გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიების კარდიოქირურგიული მკურნალობა
| 4 439,5 |
| 3. კორონარული ანგიოპლასტიკა
| 1 020,0 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები