2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 43/2010
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 25/05/2010
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 59, 25/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 010250010.15.008.014670
43/2010
25/05/2010
სსმ, 59, 25/05/2010
010250010.15.008.014670
2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.010.15.008.014.670

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №43/2010

2010 წლის 25 მაისი

 ქ. თბილისი

2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

№18 ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2010 წლის 8 მაისის წერილის (სარეგისტრაციო 08-2286) საფუძველზე, ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლების განხორცი­ელების უზრუნველყოფის მიზნით, 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების კენჭისყრის დღეს, მძიმე გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე და იმავდროულად შესაძლო რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო,

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

მძიმე გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე და იმავდროულად შესაძლო რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, №18 ახმეტის საარჩევნო ოლქის №14 თუშეთის საარჩევნო უბნის გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრა შეიძლება ჩატარდეს 2010 წლის 26 მაისიდან 2010 წლის 30 მაისის ჩათვლით.

    მუხლი 2

კენჭისყ­რის ჩატარების კონკრეტულ დღეს, ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილ საარჩევნო უბანსა და ვადებში, განკარგულებით უშუალოდ განსაზღვრავს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობებს საქართ­ველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შესაბამისი საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და უფლებამოსილ პირებს. აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამის საარჩევნო კომისიებში.

    მუხლი 3

კენჭისყრის დასრულების შემდეგ გადასატანი საარჩევნო ყუთი ილუქება და იგზავნება №18 ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც ინახავს გადასატან საარჩევნო ყუთს არჩევნების დღემდე და არჩევნების დღეს გადასცემს №14 თუშეთის საუბნო საარჩევნო კომისიას არა უგვიანეს 19 საათამდე. საარჩევნო ყუთის გახსნა და ხმების დათვლის პროცედურები განხორციელდეს №18 ახმეტის საარჩევნო ოლქის №14 თუშეთის საუბნო საარჩევნო კომისიაში არა უადრეს 2010 წლის 30 მაისის 20 საათისა.

    მუხლი 4

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 5

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

კომისიის თავმჯდომარე                                                                    ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი                                                                              გ. მჭედლიძე