„საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 30 მარტის №18/2010 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 42/2010
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 22/05/2010
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 58, 24/05/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.014663
  • Word
42/2010
22/05/2010
სსმ, 58, 24/05/2010
010210010.15.008.014663
„საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 30 მარტის №18/2010 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.014.663

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

 კომისიის დადგენილება №42/2010

2010 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

„საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 30 მარტის №18/2010 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 30 მარტის 18/2010 დადგენილებით (სსმ III, 31.03.2010 წ., 33) დამტკიცებულ საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ზემდგომ საარჩევნო კომისიაში და მხოლოდ ამის შემდგომ სასამართლოში.“

    მუხლი 2.

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 3.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე         . ხარატიშვილი

კომისიის მდივანი            . მჭედლიძე