დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის სპეციალობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 ნოემბრის №633 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/06/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 76, 30/06/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430010000.22.022.014786 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.014.786
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №52/ნ
2010 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის სპეციალობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 ნოემბრის №633 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის სპეციალობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 ნოემბრის №633 ბრძანებით (სსმ III, 24.11.2005, №136, მუხ. 1514) დამტკიცებული ,,საქართველოს უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის სპეციალობათა ჩამონათვალის“ მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) სამართალი-38 (სამართლის ბაკალავრი) – სამართალმცოდნეობა, საერთაშორისო სამართალი“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები