დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 590 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 17/10/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 147, 22/10/2007 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 22/05/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №590
2007 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1486) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების №1 დანართის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) საქართველოს პატრიარქს, საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს, ქორეპისკოპოსს, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველსა და საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის „მომლოცველთა სამსახურის“ დეპარტამენტის თავმჯდომარეს;“;
ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების №2 დანართის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) პატრიარქის წარდგინებით – საპატრიარქოს 20 თანამშრომელს;“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები