დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1102 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/06/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 76, 30/06/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.026.014788 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.026.014.788
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №50/ნ
2010 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
,,მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1102 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1102 ბრძანებით დამტკიცებული ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების“ მე-14 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. აკრედიტაციის ექსპერტების შუალედური დასკვნები და საბოლოო დასკვნა, საბჭოს სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 10 დღით ადრე, გადაეცემა საბჭოს წევრებსა და დაინტერესებულ პირს.“
2. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,41“ პუნქტი:
,,41. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, აკრედიტაციის ექსპერტების შუალედურ და საბოლოო დასკვნებთან დაკავშირებით, წარუდგინოს მოსაზრებები ცენტრს, არა უგვიანეს 3 დღით ადრე, საბჭოს სხდომის გამართვამდე.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები