დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამოქალაქო ავიაციის საჰაერო ხომალდების ფრენის საძიებო-სამაშველო უზრუნველყოფის ორგანიზაციისა და განხორციელების საქმეში თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმების დროებით გამოყენების შეწყვეტის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 415 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 11/06/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 68, 15/06/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №415
2010 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
„სამოქალაქო ავიაციის საჰაერო ხომალდების ფრენის საძიებო-სამაშველო უზრუნველყოფის ორგანიზაციისა და განხორციელების საქმეში თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმების დროებით გამოყენების შეწყვეტის თაობაზე
1. შეწყდეს საქართველოს მიერ „სამოქალაქო ავიაციის საჰაერო ხომალდების ფრენის საძიებო-სამაშველო უზრუნველყოფის ორგანიზაციისა და განხორციელების საქმეში თანამშრომლობის შესახებ” დსთ-ის 1994 წლის 9 დეკემბრის შეთანხმების დროებით გამოყენება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეატყობინოს დეპოზიტარს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების საქართველოს მიერ დროებით გამოყენების შეწყვეტისა და საქართველოს განზრახვის შესახებ, არ გახდეს ამ შეთანხმების მონაწილე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები