„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 24/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 76, 30/06/2010
ძალაში შესვლის თარიღი 21/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 300280010.16.009.014792
  • Word
9
24/06/2010
სსმ, 76, 30/06/2010
300280010.16.009.014792
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.010.16.009.014.792

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული

კომისიის დადგენილება №9

2010 წლის 24 ივნისი

ქ. ქუთაისი

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:

 მუხლი 1. ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. ელექტროენერგიის იმპორტის (გაცვლის შემთხვევაში იმპორტის) ტარიფები

1. საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტისას კვალიფიციური საწარმოსთვის იმპორტის (გაცვლის შემთხვევაში იმპორტის) ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) განისაზღვროს შემდეგი ფორმულით:

 

  T = (T იმპ. X E + U საბ. + U მომს. + U რეგ) / E ,

 სადაც:

T იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრული ტარიფი (ლარი/კვტსთ);

 

Tიმპ. შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული ელექტროენერგიის ფასი (ლარი/კვტსთ) ან ელექტროენერგიის გაცვლის კოეფიციენტი

E – ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა (კვტსთ);

Uსაბ. საბაჟო მოსაკრებელი (ლარი);

Uრეგ. რეგულირების საფასური (ლარი);

U მომს. შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მომსახურების საფასური (შპს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მიერ განხორციელებული იმპორტის შემთხვევაში U მომს. = 0).

2. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ადგილი აქვს ელექტროენერგიის დაუგეგმავ (არა უმეტეს 300000კვტს) გადმოდინებას და ამავე საანგარიშო პერიოდში არ არსებობს (არ მოქმედებს) ხელშეკრულება ელექტროენერგიის იმპორტზე შესაბამისი სისტემათაშორისო ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ხაზის გამოყენებით და იმპორტიორის სათანადო განაცხადი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიმართ, მაშინ ასეთი ელექტროენერგიის სახელშეკრულებო ფასი (Tიმპ) უნდა იყოს ტოლი:

ა) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე სისტემის კომერციულ ოპერატორზე გაყიდული ყველაზე მაღალი ელექტროენერგიის ტარიფისა;

ბ) ყოველი კალენდარული წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე რეგულირებადი ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ ჰიდროელექტროსადგურის მიერ გაყიდული ელექტროენერგიის ტარიფისა, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს ყველაზე დაბალი ტარიფი.“.

 მუხლი 2. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

თავმჯდომარე                                    . ჩალაგაშვილი