„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 21 მარტის №216 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 21 მარტის №216 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 454
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 30/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 76, 30/06/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 14/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
454
30/06/2010
სსმ, 76, 30/06/2010
000000000.00.000.000000
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 21 მარტის №216 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №454

2010 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეფექიან მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 21 მატის №216 ბრძანებულებაში ცვლლებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 21 მარტის №216 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №37, მუხ. 444) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული  პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის შესახებ”;

ბ) ბრძანებულების პრეამბულა, პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად,  ,,ეფექტიანი მმართველობითი სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ივლისის №637 განკარგულებით შექმნილი ეფექტიანი მმართველობითი სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიის მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, მმართველობის სისტემის შემდგომი დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის, აგრეთვე ქვეყნის რეგიონული და მუნიციპალური განვითარების ხელშეწყობის მიზნით:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი.

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის თანდართული დებულება.”;

გ) ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული:

გ.ა) დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დებულება”;

გ.ბ) დებულება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი (შემდეგში – ცენტრი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. დებულებით  განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

3. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები, ბეჭედი თავისი სახელწოდებით და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.

4. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის №12.

    მუხლი 2. ცენტრის მიზნები

ცენტრის მიზნებია:

ა) მმართველობის სისტემის შემდგომი დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის მიმართულებით გასატარებელი რეფორმის ხელშეწყობა;

ბ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა (შემდეგში – სამინისტრო) და ,,ეფექტიანი მმართველობითი სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ივლისის №637 განკარგულებით შექმნილი ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის სახელმწიფო კომისიის (შემდეგში - სახელმწიფო კომისია)  საქმიანობის ხელშეწყობა;

გ) რეგიონული და მუნიციპალური განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის მხარდაჭერა.

    მუხლი 3.  ცენტრის ფუნქციები

ცენტრის ფუნქციებია:

ა) რეგიონული და მუნიციპალური განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების, მმართველობის სისტემის შემდგომი დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის მიმართულებით გასატარებელი რეფორმების სფეროებში სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობა;

ბ) სახელმწიფო კომისიის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

გ) რეგიონული და მუნიციპალური განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების, მმართველობის სისტემის შემდგომი დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და სამინისტროსათვის, აგრეთვე, მოთხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფო კომისიისათვის წარდგენა;

დ) რეგიონული და მუნიციპალური განვითარების,  მმართველობის სისტემის შემდგომი დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის საკითხებით დაინტერესებულ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ე) რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიული დოკუმენტების, აგრეთვე რეგიონული და მუნიციპალური განვითარების სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამებისა და გეგმების განხორციელების დამატებითი ტექნიკური, საინფორმაციო და საექსპერტო მხარდაჭერა;

ვ) რეგიონული და მუნიციპალური განვითარების,  მმართველობის სისტემის შემდგომი დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირება;

ზ) მუნიციპალური განვითარების პროგრამებისა და გეგმების მოსამზადებლად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობისათვის ხელშეწყობა;

თ) კომპეტენციის შესაბამისად, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, რეგიონული და მუნიციპალური განვითარებისათვის დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიება და დონორ ორგანიზაციებთან დადებული შეთანხმებების შესაბამისად მათი განკარგვა;

ი) რეგიონული და მუნიციპალური განვითარების პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით საჯარო მოსამსახურეთა სწავლების ღონისძიებების განხორციელება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასა და სხვა დაინტერესებულ პირებთან, აგრეთვე საერთაშორისო, მათ შორის დონორ ორგანიზაციებთან ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, შესაბამის პროგრამებში და პროექტებში მონაწილეობა.

    მუხლი 4.  ცენტრის მართვა

1. ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი (შემდეგში - მინისტრი).

2. ცენტრის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს ცენტრს სხვა პირებთან ურთიერთობაში;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის საშტატო ნუსხას, სახელფასო ფონდს და ხარჯთა ნუსხას;

დ) სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს ცენტრის საქმიანობის შესახებ;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს, ამტკიცებს შინაგანაწესს;

ვ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს მათი დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საკითხებს;

ზ) შეიმუშავებს და მინისტრის თანხმობით ამტკიცებს  ცენტრის წლიურ სამუშაო გეგმას და ბიუჯეტს;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ და სამინისტროს მიერ დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ცენტრის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ცენტრის დირექტორის დავალებით ასრულებს ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი.

    მუხლი 5. ცენტრის დაფინანსება

ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) გრანტები;

გ)  საკუთარი საქმიანობით მიღებული შემოსავლები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

დასახული მიზნების შესასრულებლად ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 6.  ცენტრის ქონება

1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.

2. ცენტრის ქონება შეიძლება შეიქმნას:

ა) საკუთარი სახსრებით;

ბ) შემოწირულობებით;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საშუალებებით.

    მუხლი 7.  სახელმწიფო კონტროლი

1. ცენტრი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 8.  რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

    მუხლი 9. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ცენტრის დებულებაში

ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.”.

ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. სააკაშვილი