დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ასლის მიღებისათვის გადასახდელის ოდენობის დადგენის თაობაზე

დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ასლის მიღებისათვის გადასახდელის ოდენობის დადგენის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 98
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 18/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 56, 20/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 210070000.22.027.014649
98
18/05/2010
სსმ, 56, 20/05/2010
210070000.22.027.014649
დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ასლის მიღებისათვის გადასახდელის ოდენობის დადგენის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 210.070.000.22.027.014.649

საქართველოს იუსტიციის  მინისტრის

ბრძანება №98

2010 წლის 18 მაისი

 ქ. თბილისი

დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ასლის მიღებისათვის გადასახდელის ოდენობის დადგენის თაობაზე

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 182 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ასლის მიღებისათვის დადგინდეს გადასახდელი შემდეგი ოდენობით: დოკუმენტის 1 გვერდი – 0.5 ლარი.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) მიერ დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ასლის გაცემა განხორციელდეს ამ ბრძანების პირველი პუნქტით დადგენილი გადასახდელის აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ, მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

3. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დადგენილი გადასახდელის სახით გადახდილი თანხა ბრუნდება, თუ:

ა) დაინტერესებული პირი განცხადების რეგისტრაციამდე უარს ამბობს დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ასლის მიღებაზე;

ბ) თანხა გადახდილია ამ ბრძანების პირველი პუნქტით დადგენილზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ ბრძანებით განსაზღვრულ ოდენობას შორის;

გ) თანხა გადახდილია ამ ბრძანების მე-4 პუნქტის შესაბამისად გადასახდელის გადახდისაგან გათავისუფლებული პირის მიერ.

4. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დადგენილი გადასახდელის გადახდისაგან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, გათავისუფლებულნი არიან აღსრულების საფასურის წინასწარ გადახდის ან/და დაკისრებისაგან.

5. ამ ბრძანებით დადგენილი წესით გადახდილი თანხა ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს თანხის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს თანხის გადახდიდან 1 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი თანხა არ ბრუნდება.

6. დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ასლი, რომლის გაცემის თაობაზეც აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოთხოვნა წარედგინა ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე, გაიცეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესით.

7. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი