დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 379 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 43, 19/04/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.014521 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.014.521
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №379
2010 წლის 16 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში (სსმ III, 28.12.2007წ., №186, მუხ. 2092) შევიდეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №27 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
2. ბრძანებას დაემატოს დანართი №271 თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2010 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ი. მერაბიშვილი
|
| დანართი №27 |
| საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური | |
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) |
| მთავარი სამმართველოს უფროსი | 2475 |
| მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე | 2245 |
| სამმართველოს უფროსი | 2125 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი | 1925 |
| სამსახურის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი | 1270 |
| განყოფილების უფროსის მოადგილე | 1155 |
| ქვეგანყოფილების უფროსი, ექსპერტი-კრიმინალისტი, ექსპერტი | 1135 |
| მთავარი სპეციალისტი | 1100 |
| წამყვანი სპეციალისტი | 965 |
| სპეციალისტი | 935 |
| დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი, მუშა-ხელოსანი) | 325 |
|
| დანართი №271 |
| საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს რეგიონალური დანაყოფები (საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის გარდა) | |
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) |
| სამსახურის უფროსი | 1925 |
| სამსახურის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი | 1230 |
| განყოფილების უფროსის მოადგილე | 1135 |
| ექსპერტი-კრიმინალისტი, ექსპერტი | 1110 |
| მთავარი სპეციალისტი | 1080 |
| წამყვანი სპეციალისტი | 930 |
| სპეციალისტი | 745 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები