დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქარელის მუნიციპალიტეტის 2009 წლის 18 დეკემბრის №14 დადგენილებაში "ქარელის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 30/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.144.016002 |
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2010 წლის 20 სექტემბერი
ქ. ქარელი
ქარელის მუნიციპალიტეტის 2009 წლის 18 დეკემბრის №14 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 18 დეკემბრის №14 დადგენილებაში ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
განისაზღვროს ქარელის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობები 6 052 000 ლარის ოდენობით.“;
ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
განისაზღვროს ქარელის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახდელები 6 299 500 ლარის ოდენობით“;
გ) დადგენილების დანართები შესაბამისად შეიცვალოს ახალი დანართებით (დანართები თან ერთვის).
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე პ. ღვინიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები