„ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

  • Word
„ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 30/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.144.016007
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
20
20/09/2010
სსმ, 32, 30/09/2010
010250020.35.144.016007
„ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
ქარელის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/09/2010 - 05/11/2010)

 

სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.144.016.007

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 დადგენილება №20

2010 წლის 20 სექტემბერი

ქ. ქარელი

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 15 თებერვლის №27 დადგენილება .

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე პ . ღვინიაშვილი

 

 

შეტანილი ცვლილებები:

1. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №28-სსმ, №50, 15.11.2010წ., მუხ.1491

დანართი 1

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება

    მუხლი 1. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

1. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. (ამოღებულია - 05.11.2010, №30).

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №28-სსმ, №50, 15.11.2010წ., მუხ.1491

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება -მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ -ერთი მოხელე.

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;

გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;

დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას;

ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.