„სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 13 დეკემბრის № 591 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 13 დეკემბრის № 591 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 451
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 28/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 76, 30/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
451
28/06/2010
სსმ, 76, 30/06/2010
000000000.00(0).000.000000
„სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 13 დეკემბრის № 591 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №451

2010 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

„სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 13 დეკემბრის № 591 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 13 დეკემბრის №591 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ. № 178, მუხ. 1807) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“.

ბ) ბრძანებულების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციის, აგრეთვე შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნას სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ადეიშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე

ხათუნა კალმახელიძე – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე

თინა ბურჯალიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

დავით საყვარელიძე – საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე

ირაკლი გიორგობიანი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

ირინე ქურდაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

თამარ თომაშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი, საკოორდინაციო საბჭოს მდივანი

ოთარ კახიძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი

აკაკი მინაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

ჩიორა თაქთაქიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

ზაზა მეიშვილი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე

ნიკანორ მელია – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი

ირაკლი კობიძე – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

ანტონ ქელბაქიანი – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე

გიორგი ტუღუში – საქართველოს სახალხო დამცველი.

2. ეთხოვოთ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა:

რონალდ მონაშს –გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში

ქეთევან გაჩეჩილაძეს - ორგანიზაცია „21-ე საუკუნის“ წარმომადგენელს

პერ ეკლუნდს – ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელს საქართველოში

ბორის ვოდსს – ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს

თეა თუთბერიძეს – თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელს

ცირა ჭანტურიას –ციხის საერთაშორისო რეფორმის რეგიონალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს

დავიდ რუბინოს – ამერიკის იურისტთა ასოციაციის/კანონის უზენაესობის ინიციატივის პროგრამის დირექტორს საქართველოში

ნინო მახაშვილს – ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ დირექტორს

ზაზა რუხაძეს – ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარეს

ლარს კრისტიან სუნდეს – ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის ხელმძღვანელს საქართველოში

დიმიტრი ხაჩიძეს – ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელს

თამარ ხიდაშელს – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს.

3. დამტკიცდეს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება.”;

გ) ბრძანებულების მე-3 პუნქტით დამტკიცებული დებულების:

გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულება”;

გ.ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგში - საკოორდინაციო საბჭო) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.”;

გ.გ) მე-3 მუხლის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების გათვალისწინებით სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის თაობაზე შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

ბ) სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიის შემუშავება და პერიოდული განახლება;

გ) სისხლის სამართლსისტემის რეფორმის სტრატეგიის შემუშავების პროცესში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია;”;

გ.დ) მე-4 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) შეიმუშაოს/მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიის განახლებისა და სრულყოფის მიზნით;”;

გ.ე) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საკოორდინაციო საბჭო ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების ეფექტიანი განხორციელების, აგრეთვე სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით, ხმათა უმრავლესობით, ქმნის სამუშაო ჯგუფებს. საჭიროების შემთხვევაში, საკოორდინაციო საბჭო უფლებამოსილია მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი.”;

გ.ვ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე ან თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს სხვა წევრი.”;

გ.ზ) მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.

ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი