საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 23 მარტის №1/2009 დადგენილებით დამტკიცებულ “საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერთიფიცირების წესის“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 23 მარტის №1/2009 დადგენილებით დამტკიცებულ “საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერთიფიცირების წესის“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 49/2010
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 20/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 120, 21/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 12/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 010190030.15.008.016001
  • Word
49/2010
20/09/2010
სსმ, 120, 21/09/2010
010190030.15.008.016001
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 23 მარტის №1/2009 დადგენილებით დამტკიცებულ “საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერთიფიცირების წესის“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №49/2010

2010 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 23 მარტის №1/2009 დადგენილებით დამტკიცებულ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერიფიცირების წესის� დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის 1� ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

��� მუხლი 1

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 23 მარტის 1/2009 დადგენილებით (სსმ III, 25.03.2009, 36, მუხ. 418) დამტკიცებულ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ� დებულების მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. ცესკოს განკარგულებით დადგენილ ვადებში თითოეულ გამოსაცდელზე გაიცემა ინსტრუქცია, საგამოცდო ფურცელი, რომელშიც აღინიშნება გამოსაცდელის სახელი, გვარი, გამოცდის თარიღი, ადგილი, გამოცდის დრო და სხვა მონაცემები, რომლებიც აუცილებელია პირის იდენტიფიკაციისათვის. ასევე, საპრეტენზიო საჩივრის მიღების და განხილვის ვადები და წესი..

��� მუხლი 2

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

��� მუხლი 3

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი