„საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 565
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 05/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 141, 10/10/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.08.002.004.
  • Word
565
05/10/2007
სსმ, 141, 10/10/2007
010.320.040.08.002.004.
„საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №565

2007 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, 1997 წ., კრებული №6, გვ. 13) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ზემდგომ თანამდებობაზე – სამსახურებრივი დაწინაურებით;

ბ) თანაბარ თანამდებობაზე – სხვა ვაკანტურ თანამდებობათა აუცილებელი დაკომპლექტების ან მეთაურთა შემადგენლობის პირადი თვისებების, ცოდნის, მომზადებისა და გამოცდილების მიზანმიმართული გამოყენებისათვის;“;

ბ) დებულების მე-14 მუხლიდან ამოღებულ იქნეს პირველი აბზაცი.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი