შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
მიღების თარიღი 20/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 121, 23/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 040170030.21.014.016001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
7
20/09/2010
სსმ, 121, 23/09/2010
040170030.21.014.016001
შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/09/2010 - 26/11/2010)

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №7

2010 წლის 20 სექტემბერი

 ქ. თბილისი

შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენის წესი“ თანდართულ დანართთან ერთად (დანართი №1).

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტ. ურჯუმელაშვილი

 შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენის წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე.

2. წესის მიზანია შესყიდვის ობიექტების იდენტიფიკაცია, კლასიფიკაცია და შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული კლასიფიკატორის გამოყენებით, გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა, ელექტრონული ტენდერისა და კონსოლიდირებული შესყიდვის შემთხვევებში.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ამ წესის მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა – სახელმწიფო შესყიდვების პორტალი, (www.tenders.gov.ge) რომელიც უზრუნველყოფს ღია, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან გარემოს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილე ნებისმიერი პირისათვის – (შემდგომში – სისტემა);

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული კლასიფიკატორი – ევროკავშირის EC #213/2008 დირექტივით გათვალისწინებული შესყიდვების ერთიანი ლექსიკონი (Common Procurement Vocabulary CPV), რომელიც ადგენს სახელმწიფო შესყიდვის ობიექტების ერთიან სისტემას და მიზნად ისახავს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ შესყიდვის ობიექტის აღწერისას გამოყენებული მითითებების სტანდარტიზაციას (შემდგომში – კლასიფიკატორი);

გ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები, რომლებიც დადგენილია წესის შესაბამისად.

2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში.

    მუხლი 3. კლასიფიკატორის ხელმისაწვდომობა

1. კლასიფიკატორის ოფიციალური ვერსია წარმოადგენს სისტემის შემადგენელ ნაწილს, რომლის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

2. კლასიფიკატორის ოფიციალური ვერსია ხელმისაწვდომია სისტემაში და სააგენტოს ვებგვერდზე (www.spa.gov.ge).

    მუხლი 4. კლასიფიკატორის სტრუქტურა

1. კლასიფიკატორი იყოფა 4 ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებულ შესყიდვების იერარქიულ დონედ, რომელთაგან ყველაზე გამსხვილებულ დონეს წარმოადგენს დანაყოფი, რომელიც შედგება ჯგუფებისგან, ჯგუფები, თავის მხრივ, შედგება კლასებისგან, ხოლო კლასებიკატეგორიებისგან. ზოგიერთ შემთხვევებში კატეგორიები შედგება ქვეკატეგორიებისგან.

2. კლასიფიკატორი შედგება ძირითადი კოდებისგან, რომლებიც განსაზღვრავს შესყიდვის ობიექტს.

3. კლასიფიკატორის ძირითადი კოდი შედგება 8 ციფრისგან, სადაც:

) პირველი ორი ციფრი განსაზღვრავს დანაყოფს (მაგ., XX000000 – სადაც XX არის დანაყოფის განმსაზღვრელი ციფრები);

) პირველი სამი ციფრი განსაზღვრავს ჯგუფს (მაგ., XXX00000 – სადაც XXX არის ჯგუფის განმსაზღვრელი ციფრები);

) პირველი ოთხი ციფრი განსაზღვრავს კლასს (მაგ., XXXX0000 – სადაც XXXX არის კლასის განმსაზღვრელი ციფრები);

) პირველი ხუთი ციფრი განსაზღვრავს კატეგორიას (მაგ., XXXXX000 – სადაც XXXXX არის კატეგორიის განმსაზღვრელი ციფრები);

ე) უკანასკნელი სამი ციფრი გამოიყენება შესყიდვის ობიექტის იდენტიფიკაციის მიზნით.

    მუხლი 5. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება

1. სახელმწიფო შესყიდვის საშუალების შერჩევისას, კანონის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად, შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება განისაზღვრება კლასიფიკატორის დანაყოფების შესაბამისად (დანართი 1).

მაგალითი 1. შესყიდვის ობიექტი 8 ნიშნა კოდით: 18100000 (სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები) და შესყიდვის ობიექტი 8 ნიშნა კოდით: 18800000 (ფეხსაცმელი) შედიან ერთ დანაყოფში (18000000 ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საბარგო ნივთები და აქსესუარები), რადგან ორივე ობიექტის 8 ნიშნა კოდის პირველი ორი ციფრი (18) არის იდენტური, შესაბამისად, აღნიშნული შესყიდვის ობიექტები წარმოადგენენ შესყიდვის ერთგვაროვან ობიექტებს.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია დაასაბუთებს, რომ ერთი ჯგუფის კლასებსა და კატეგორიებში შემავალი შესყიდვის კონკრეტული ობიექტები არ შეიძლება განხილულ იქნ ერთგვაროვნად და აღნიშნული შესყიდვის ობიექტების არაერთგვაროვნად ცნობის შესახებ დასაბუთებულ წერილობით მიმართვას წარადგენს სააგენტოში, სააგენტო არა უგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნებასთან დაკავშირებით და აცნობებს შემსყიდველ ორგანიზაციას აღნიშნულის თაობაზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვა და სააგენტოს გადაწყვეტილების გაცნობა შესაძლებელია განხორციელდეს სისტემის ან სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით (www.spa.gov.ge).

 

 

 


დანართი 1

კლასიფიკატორის დანაყოფები

N

კლფიკატორის კოდები

შესყიდვის ობიექტის დასახელება

1

03000000

სოფლის მეურნეობის, ფერმერული, თევზის რეწვის, ხე-ტყისა და მათთან დაკავშირებული პროდუქტები

2

09000000

ნავთობპროდუქტები, საწვავი, ელექტროობა და ენერგიის სხვა წყაროები

3

14000000

სამთო მრეწველობა, მთავარი ლითონები და მონათესავე პროდუქტები

4

15000000

საკვები, სასმელები, თამბაქო და მონათესავე პროდუქტები

5

16000000

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანები

6

18000000

ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საბარგო ნივთები და აქსესუარები

7

19000000

ტყავი და ნაჭრის ქსოვილები, პლასტმასისა და რეზინის მასალები

8

22000000

საბეჭდი მასალა და მონათესავე პროდუქცია

9

24000000

ქიმიური პროდუქტები

10

30000000

საოფისე და კომპიუტერული მანქანები, მოწყობილობები და მარაგი, ავეჯისა და პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის გარდა

11

31000000

ელექტრო მანქანები, აპარატები, მოწყობილობები და სახარჯი მასალები; განათება

12

32000000

რადიო, სატელევიზიო, საკომუნიკაციო, ტელე-საკომუნიკაციო და მათთან დაკავშირებული მოწყობილობები

13

33000000

სამედიცინო მოწყობილობები, ფარმაცევტული და პირადი ჰიგიენის პროდუქცია

14

34000000

სატრანსპორტო ხელსაწყოები და ტრანსპორტირების დამხმარე საშუალებები

15

35000000

უსაფრთხოების, სახანძრო, პოლიციისა და თავდაცვის მოწყობილობები

16

37000000

მუსიკალური ინსტრუმენტები, სპორტული აქონელი, თამაშები, სათამაშოები, ხელოვნების, ნაწარმოებების შესაქმნელად საჭირო მასალები და აქსესუარები

17

38000000

ლაბორატორიული, ოპტიკური და ზუსტი ხელსაწყოები

18

39000000

ავეჯი (საოფისე ავეჯის ჩათვლით), ავეჯეულობა, საშინაო მოხმარების ხელსაწყოები (გამნათებლების გარდა) და საწმენდი საშუალებები

19

41000000

დაგროვილი და გაწმენდილი წყალი

20

42000000

სამრეწველო დანადგარები

21

43000000

სამთო და სამტეხლო მანქანები სამშენებლო მოწყობილობა

 22

44000000

სამშენებლო კონსტრუქციები და მასალები; დამხმარე სამშენებლო პროდუქცია (ელექტრომოწყობილობის გარდა)

23

45000000

სამშენებლო სამუშაო

24

48000000

პროგრამული უზრუნველყოფის სისტემები და საინფორმაციო სისტემები

25

50000000

შეკეთება და ტექნიკური მომსახურება

26

51000000

დამონტაჟების მომსახურება (პროგრამული უზრუნველყოფის გარდა)

27

55000000

სასტუმროს, რესტორნისა და საცალო ვაჭრობის მომსახურება

28

60000000

სატრანსპორტო მომსახურება (ნარჩენების გატანის გარდა)

29

63000000

დამხმარე სატრანსპორტო მომსახურება; სამოგზაურო სააგენტოების მომსახურება

30

64000000

საფოსტო და სატელეკომუნიკაციო მომსახურება

31

65000000

კომუნალური მომსახურება

32

66000000

საფინანსო და სადაზღვევო მომსახურება

33

70000000

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომსახურება

34

71000000

არქიტექტურული, სამშენებლო, საინჟინრო და ინსპექტირების მომსახურება

35

72000000

IT (საინფორმაციო ტექნოლოგიური) მომსახურება, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება, ინტერნეტი და ტექნიკური უზრუნველყოფა

36

73000000

კვლევა და სრულყოფა და მათთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება

37

75000000

ადმინისტრაციული, დაცვითი და სოციალური უსაფრთხოების მომსახურება

38

76000000

ნავთობისა და გაზის მრეწველობასთან დაკავშირებული მომსახურება

39

77000000

სოფლის მეურნეობასთან, სატყეო მეურნეობასთან, მებაღჩეობასთან, აკვაკულტურასთან და მეფუტკრეობასთან დაკავშირებული მომსახურება

40

79000000

ბიზნეს მომსახურება: იურისპრუდენცია, მარკეტინგი, კონსულტირება, რეკრუტირება, ბეჭდვა და უსაფრთხოება

41

80000000

საგანმანათლებლო და სატრენინგო მომსახურება

42

85000000

ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სამსახურების მომსახურება

43

90000000

ჩამდინარე წყლებთან, ნაგვის გატანასთან, დასუფთავებასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მომსახურება

44

92000000

სარეკრეაციო, კულტურული და სპორტული ღონისძიებები

45

98000000

სხვა საზოგადოებრივი, სოციალური და პერსონალური მომსახურება