დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 561 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 04/10/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 141, 10/10/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 120.090.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №561
2007 წლის 4 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებით (სსმ III, 2006 წ., №19, მუხ. 223) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამხედრო ძალები – შეიარაღებული ფორმირება, რომელიც შექმნილია კანონმდებლობით ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, აგრეთვე საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით. საქართველოს სამხედრო ძალები შედგება საქართველოს შეიარაღებული ძალებისაგან, ხოლო საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისაგან;“;
ბ) მე-5 მუხლს დაემატოს „ო“, „პ“, „ჟ“, „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ო) კურსანტი – სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი სრული ზოგადი და უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი), რომელსაც არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური და არ შესრულებია 27 წელი, მისაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ ჩაირიცხა სამხედრო სასწავლებელში;
პ) მსმენელი – სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი სრული ზოგადი და უმაღლესი განათლების მქონე რეზერვში მყოფი მოქალაქე, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო სამსახურების სამხედრო მოსამსახურე, რომელიც მისაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ ჩაირიცხა სამხედრო სასწავლებელში;
ჟ) დისციპლინური წელი – კურსანტთა და მსმენელთათვის უმცროს ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის დაწყებიდან ძირითადი კურსის დასრულებამდე პერიოდი, ხოლო დანარჩენ მსმენელთათვის (კაპიტნის საკარიერო კურსები, სპეციალიზაციის კურსები და სხვ.) სწავლის დაწყებიდან დასრულებამდე პერიოდი;
რ) დისციპლინური ქულა – სამხედრო სასწავლებლის ყველა მსმენელსა და კურსანტს სასწავლო წლის (დისციპლინური წელი) დასაწყისში მიეცემა 100 საკრედიტო ქულა, რომელიც მსმენელის მიერ ჩადენილი სხვადასხვა ხარისხის გადაცდომის შემთხვევაში შემცირდება განსაზღვრული წესით;
ს) სამხედრო სასწავლებლების დისციპლინური ორგანო – სამხედრო სასწავლებლის სადისციპლინო საბჭო, სამხედრო სასწავლებლის სახეობების კურსების უფროსი, სამხედრო სასწავლებლის კურსების უფროსი, სამხედრო სასწავლებლის კურსის უფროსი.“;
გ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. წესდების მოქმედების ფარგლები
წესდების მოქმედება ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო მოსამსახურეთა პირად შემადგენლობაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასწავლებლების კურსანტებზე ან მსმენელებზე, აგრეთვე საქართველოს საზღვრებს გარეთ განლაგებული საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფების პირად შემადგენლობაზე, იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“;
დ) 36-ე მუხლს დაემატოს „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„კ) დისციპლინური ქულის დაკლება;
ლ) სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვა.“.
ე) 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადმინისტრაციული პატიმრობა (ჰაუპტვახტში მოთავსება) გამოიყენება სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის წესის ცალკეული დარღვევისათვის ვადით 30 დღე-ღამემდე. აღნიშნული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაა ერთი წელი დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან.“;
ვ) წესდებას დაემატოს 451 და 452 მუხლები შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 451. დისციპლინური ქულის დაკლება
დისციპლინური ქულის დაკლება, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, გამოიყენება სამხედრო სასწავლებლის კურსანტის ან მსმენელის მიმართ.
მუხლი 452. სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვა
სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვა, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, გამოიყენება განსაკუთრებულ შემთხვევაში და მხოლოდ სამხედრო სასწავლებლის კურსანტის ან მსმენელის მიმართ.
შენიშვნა: განსაკუთრებულ შემთხვევად განიხილება აგრეთვე ისეთი გადაცდომა, რომლისთვისაც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გათვალისწინებულია საკრედიტო ქულის შემცირება, და თუ XII1 თავით გათვალისწნებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება გამოიწვევს კურსანტის ან მსმენელის 100 საკრედიტო ქულის 40 და ნაკლებ საკრედიტო ქულამდე შემცირებას, ამ შემთხვევაში კურსანტის ან მსმენელის მიმართ გავრცელდება მხოლოდ 452 მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.“;
ზ) წესდებას დაემატოს IX1 თავი შემდეგი რედაქციით:
„თავი IX1
სამხედრო სასწავლებლის კურსანტი ან მსმენელი
მუხლი 691. ფიზიკური ნორმატივების წარმატებით შესრულება
ფიზიკური ნორმატივის წარმატებით შესრულება, ე.ი. სამხედრო სასწავლებლის კურსანტის ან მსმენელის მიერ ფიზიკური ნორმატივების საუკეთესო მაჩვენებლებით შესრულება, წახალისდება საპატიო სიგელით.
მუხლი 692. სპორტულ ან/და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და წარმატების მიღწევა
სპორტულ ან/და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და წარმატების მიღწევა, ე.ი. სამხედრო სასწავლებლის კურსანტის ან მსმენელის მიერ სახელმწიფო დონის ჩემპიონატებში ან ფესტივალებში მონაწილეობის მიღება და საპრიზო ადგილის დაკავება, წახალისდება სამხედრო სასწავლებლის (სამსახურის) საპატიო დაფაზე ფოტოსურათის გაკვრით.
მუხლი 693. მომიჯნავე სამხედრო სპეციალობის სრულყოფილი შესწავლა
სამხედრო სასწავლებლის კურსანტის ან მსმენელის მიერ მომიჯნავე სამხედრო სპეციალობის სრულყოფილი შესწავლა წახალისდება საპატიო სიგელით.
მუხლი 694. სამაშველო სამსახურისათვის დახმარების გაწევა
1. შვებულებაში მყოფი სამხედრო სასწავლებლის კურსანტის ან მსმენელის მიერ სამაშველო სამსახურისათვის დახმარების გაწევა წახალისდება საპატიო სიგელით.
2. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის გადარჩენა, წახალისდება უწყებრივი მედლით.
მუხლი 695. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურისათვის დახმარების გაწევა
1. შვებულებაში მყოფი სამხედრო სასწავლებლის კურსანტის ან მსმენელის მიერ ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურისათვის დახმარების გაწევა წახალისდება ფასიანი საჩუქრით.
2. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის გადარჩენა, წახალისდება უწყებრივი მედლით.
მუხლი 696. დანაშაულის აღკვეთისას სამართალდაცვის ორგანოებისათვის დახმარების გაწევა
1. სამხედრო სასწავლებლის კურსანტის ან მსმენელის მიერ დანაშაულის აღკვეთისას სამართალდაცვის ორგანოებისათვის დახმარების გაწევა წახალისდება მადლობით.
2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა ან/და სხვა განსაკუთრებული პირობების სიტუაციებში, წახალისდება სამხედრო სასწავლებლის (სამსახურის) საპატიო დაფაზე ფოტოსურათის გაკვრით.“;
თ) წესდებას დაემატოს XII1 თავი შემდეგი რედაქციით:
„თავი XII1
სამხედრო სასწავლებლის კურსანტები და მსმენელები
მუხლი 1401. მხედრული მისალმების წესის დარღვევა
1. მხედრული მისალმების წესის დარღვევა, ე.ი. სამხედრო სასწავლებლის კურსანტის ან მსმენელის მიერ მხედრული სალმის არმიცემა ან სალმის მიცემის დადგენილი წესების დარღვევა, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 5 საკრედიტო ქულის გამოკლებას.
2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 10 საკრედიტო ქულის გამოკლებას.
მუხლი 1402. სამხედრო სამსახურისათვის შეუფერებელი ვარცხნილობის ტარება
1. სამხედრო სამსახურისათვის შეუფერებელი ვარცხნილობის ტარება, ე.ი. სამხედრო სასწავლებლის კურსანტის ან მსმენელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის შეუფერებელი თმის ვარცხნილობა, გაუპარსავი ყოფნა, წვერ-ულვაშის მიუღებელი ვარცხნილობები, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 5 საკრედიტო ქულის გამოკლებას.
2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 10 საკრედიტო ქულის გამოკლებას.
მუხლი 1403. პირადი ნივთების მოუვლელობა
1. სამხედრო სასწავლებლის კურსანტის ან მსმენელის მიერ პირადი ნივთების მოუვლელობა, რაც არ შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 5 საკრედიტო ქულის გამოკლებას.
2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 10 საკრედიტო ქულის გამოკლებას.
მუხლი 1404. სამხედრო სასწავლებლის ტერიტორიის დაბინძურება
1. სამხედრო სასწავლებლის კურსანტის ან მსმენელის მიერ სამხედრო სასწავლებლის (სამსახურის) ტერიტორიის დაბინძურება გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 5 საკრედიტო ქულის გამოკლებას.
2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 10 საკრედიტო ქულის გამოკლებას.
მუხლი 1405. თამბაქოს მოწევა
1. სამხედრო სასწავლებლის კურსანტის ან მსმენელის მიერ თამბაქოს მოწევა, გარდა ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 5 საკრედიტო ქულის გამოკლებას.
2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 10 საკრედიტო ქულის გამოკლებას.
მუხლი 1406. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა
1. სამხედრო სასწავლებლის კურსანტის ან მსმენელის მიერ სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 10 საკრედიტო ქულის გამოკლებას.
2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 20 საკრედიტო ქულის გამოკლებას.
მუხლი 1407. სამხედრო სასწავლებელში (სამსახურში) დაგვიანება
1. სასწავლებელში (სამსახურში) დაგვიანება, ე.ი. სამხედრო სასწავლებლის კურსანტის ან მსმენელის მიერ არასაპატიო მიზეზით სასწავლო (სამსახურის) დროის პერიოდში დაგვიანება, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 10 საკრედიტო ქულის გამოკლებას.
2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 20 საკრედიტო ქულის გამოკლებას.
მუხლი 1408. არაეთიკური ქცევა მწყობრში, მეცადინეობებზე, სემინარზე, კონფერენციასა და სხვა ოფიციალური თავშეყრის ადგილებში
1. არაეთიკური ქცევა მწყობრში, მეცადინეობებზე, სემინარზე, კონფერენციასა და სხვა ოფიციალური თავშეყრის ადგილებში, ე.ი. სამხედრო სასწავლებლის კურსანტის ან მსმენელის მიერ მიუღებელი ფრაზებით, ჟესტიკულაციით ან ჟარგონებით საუბარი, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 10 საკრედიტო ქულის გამოკლებას.
2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 20 საკრედიტო ქულის გამოკლებას.
შენიშვნა: მწყობრში, მეცადინეობებზე, სემინარზე, კონფერენციაზე კურსანტის ან მსმენელის მიერ მობილური ტელეფონით საუბარი გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას.
მუხლი 1409. სიმულაცია
1. სიმულაცია, ე.ი. სამხედრო სასწავლებლის კურსანტის ან მსმენელის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცრუ მოქმედებები, აგრეთვე საკუთარი სხეულის განზრახ დაზიანება, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 20 საკრედიტო ქულის გამოკლებას.
2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 30 საკრედიტო ქულის გამოკლებას.
მუხლი 14010. ბრძანების შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვნად შესრულება
1. ბრძანების შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვნად შესრულება, ე.ი. სამხედრო სასწავლებლის კურსანტის ან მსმენელის მიერ დადგენილი წესით მიღებული ბრძანების შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვნად შესრულება, რომელიც არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 30 საკრედიტო ქულის გამოკლებას.
2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვას.
მუხლი 14011. მეთაურის (უფროსის) მოტყუება
1. მეთაურის (უფროსის) მოტყუება, ე.ი. სამხედრო სასწავლებლის კურსანტის ან მსმენელის მიერ მეთაურისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება, როგორც პირად, ისე სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით, რამაც არსებითად არ დააზიანა სამხედრო სამსახურის ინტერესები, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 30 საკრედიტო ქულის გამოკლებას.
2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვას.
მუხლი 14012. სამხედრო სასწავლებელში (სამსახურში) გამოუცხადებლობა
1. სამხედრო სასწავლებელში (სამსახურში) გამოუცხადებლობა, ე.ი. სამხედრო სასწავლებლის კურსანტის ან მსმენელის მიერ არასაპატიო მიზეზით ერთ დღე-ღამემდე ვადით სამხედრო სასწავლებელში (სამსახურში) გამოუცხადებლობა, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 30 საკრედიტო ქულის გამოკლებას.
2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვას.
მუხლი 14013. სამხედრო აღჭურვილობის მოუვლელობა
1. სამხედრო აღჭურვილობის მოუვლელობა, ე.ი. სამხედრო სასწავლებლის კურსანტის ან მსმენელის მიერ სამხედრო აღჭურვილობის შენახვის, მოხმარების და სხვა წესების დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 30 საკრედიტო ქულის გამოკლებას დაზიანებული/დაკარგული ნივთის ანაზღაურებით.
2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვას.
მუხლი 14014. სამხედრო სასწავლებლის (სამსახურის) თვითნებური მიტოვება
1. სამხედრო სასწავლებლის კურსანტის ან მსმენელის მიერ სამხედრო სასწავლებლის (სამსახურის) თვითნებური მიტოვება, აგრეთვე ნაწილში დანიშვნის დროს შვებულებიდან ან სამკურნალო დაწესებულებიდან სასწავლებელში (სამსახურში) საპატიო მიზეზის გარეშე ორ დღე-ღამემდე ვადით გამოუცხადებლობა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 30 საკრედიტო ქულის გამოკლებას.
2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვას.
მუხლი 14015. ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით გასროლა
1. სამხედრო სასწავლებლის კურსანტის ან მსმენელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით გასროლა, რასაც არ მოჰყვა მძიმე შედეგი, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 30 საკრედიტო ქულის გამოკლებას.
2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვას.
მუხლი 14016. აზარტული თამაში
1. სამხედრო სასწავლებლის (სამსახურის) ტერიტორიაზე აზარტული თამაში გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – 30 საკრედიტო ქულის გამოკლებას.
2. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვას.
მუხლი 14017. სიმთვრალე
სიმთვრალე, ე.ი. სამხედრო სასწავლებლის კურსანტის ან მსმენელის ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვას.
მუხლი 14018. არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა
არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა, ე.ი. სამხედრო სასწავლებლის კურსანტის ან მსმენელის მიერ სამხედრო ფორმის ტანსაცმლით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვას.
მუხლი 14019. ჩხუბი
ჩხუბი, ე.ი. სამხედრო სასწავლებლის კურსანტის ან მსმენელის მონაწილეობა ჩხუბში სამხედრო სასწავლებლის (სამსახურის) ტერიტორიაზე, ტერიტორიის გარეთ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რომელიც არ შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვას.
მუხლი 14020. სექსუალური კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება
სამხედრო სასწავლებლის (სამსახურის) ტერიტორიაზე სექსუალური კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება (ჰომოსექსუალური ან სხვაგვარი სექსუალური მოქმედება) გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სასწავლებლიდან გარიცხვას.“;
ი) 219-ე მუხლს დაემატოს „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ვ) სამხედრო სასწავლებლის სადისციპლინო საბჭო;
ზ) სამხედრო სასწავლებლის სახეობების კურსების უფროსი;
თ) სამხედრო სასწავლებლის კურსების უფროსი;
ი) სამხედრო სასწავლებლის კურსის უფროსი.“;
კ) 221-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 221. დისციპლინური საქმეების განხილვისათვის უფლებამოსილი კოლეგიური ორგანოების შექმნის წესი
დისციპლინური საქმეების განხილვისათვის უფლებამოსილი სამანდატო კომისიების შექმნის წესი განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებით.“;
ლ) წესდების 224-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 224. სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი
1. სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი განიხილავს დისციპლინურ საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია წესდების: 63-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 64-ე მუხლით; 68-ე მუხლით; 70-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 78-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 79-ე; 81-ე და 82-ე მუხლებით; 84-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 85-ე მუხლით; 86-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 87-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 92-ე; 95-ე და 96-ე მუხლებით; 99-ე მუხლის მე-2 პუნქტით; მე-100 მუხლის მე-2 პუნქტით; 101-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 102-ე; 103-ე; 106-ე; 107-ე მუხლებით; 149-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 150-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 169-ე მუხლით; 171-ე მუხლით; 174-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 176-ე, 177-ე მუხლებით; 178-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 179-ე, 180-ე მუხლებით; 181-ე მუხლით; 182-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 183-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 184-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 185-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 188-ე მუხლით; 189-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 190-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 201-ე მუხლით; 204-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 207-ე მუხლით; 208-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 209-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 210-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 211-ე; 212-ე მუხლებით; 217-ე მუხლის მე-2 პუნქტით.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური საქმეებისა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი განიხილავს დისციპლინურ საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია წესდების 694 მუხლის მე-2 პუნქტით; 695 მუხლით; 14010 მუხლის მე-2 პუნქტით; 14011 მუხლის მე-2 პუნქტით; 14012 მუხლის მე-2 პუნქტით; 14013 მუხლის მე-2 პუნქტით; 14014 მუხლის მე-2 პუნქტით; 14015 მუხლის მე-2 პუნქტით; 14016 მუხლის მე-2 პუნქტით; 14017, 14018, 14019, 14020 მუხლებით, იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია კურსანტის მიერ.“;
მ) წესდებას დაემატოს 2271, 2272, 2273, 2274 მუხლები შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2271. სამხედრო სასწავლებლის სადისციპლინო საბჭო
სამხედრო სასწავლებლის სადისციპლინო საბჭო სამხედრო სასწავლებლის სახეობების კურსების უფროსების წარდგინებით მათ დაქვემდებარებაში მყოფი მსმენელების ან კურსანტების მიმართ განიხილავენ დისციპლინურ საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია წესდების 1409 მუხლის მე-2 პუნქტით, 14010 მუხლის პირველი პუნქტით, 14011 მუხლის პირველი პუნქტით, 14012 მუხლის პირველი პუნქტით, 14013 მუხლის პირველი პუნქტით, 14014 მუხლის პირველი პუნქტით, 14015 მუხლის პირველი პუნქტით, 14016 მუხლის პირველი პუნქტით.
მუხლი 2272. სამხედრო სასწავლებლის სახეობების კურსების უფროსები
სამხედრო სასწავლებლის სახეობების კურსების უფროსები სამხედრო სასწავლებლის კურსების უფროსების წარდგინებით მათ დაქვემდებარებაში მყოფი მსმენელების ან კურსანტების მიმართ განიხილავენ დისციპლინურ საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია წესდების: 1406 მუხლის მე-2 პუნქტით, 1407 მუხლის მე-2 პუნქტით, 1408 მუხლის მე-2 პუნქტით, 1409 მუხლის პირველი პუნქტით.
მუხლი 2273. სამხედრო სასწავლებლის კურსების უფროსები
სამხედრო სასწავლებლის კურსების უფროსები სამხედრო სასწავლებლის კურსის უფროსების წარდგიებით მათ დაქვემდებარებაში მყოფი მსმენელების ან კურსანტების მიმართ განიხილავენ დისციპლინურ საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია წესდების: 1401 მუხლის მეორე პუნქტით, 1402 მუხლის მეორე პუნქტით, 1403 მუხლის მეორე პუნქტით, 1404 მუხლის მეორე პუნქტით, 1405 მუხლის მეორე პუნქტით, 1406 მუხლის პირველი პუნქტით, 1407 მუხლის პირველი პუნქტით, 1408 მუხლის პირველი პუნქტით.
მუხლი 2274. სამხედრო სასწავლებლის კურსის უფროსები
კურსის უფროსები სამხედრო სასწავლებლის ინსტრუქტორების წარდგინებით მათ დაქვემდებარებაში მყოფი მსმენელების ან კურსანტების მიმართ განიხილავენ დისციპლინურ საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია წესდების: 1401 მუხლის პირველი პუნქტით, 1402 მუხლის პირველი პუნქტით, 1403 მუხლის პირველი პუნქტით, 1404 მუხლის პირველი პუნქტით, 1405 მუხლის პირველი პუნქტით.“;
ნ) 229-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 229. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, ჯარების სახეობების ხელმძღვანელი (სარდალი)
1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, ჯარების სახეობების ხელმძღვანელი (სარდალი) თავიანთ დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ განიხილავენ ყველა სახის დისციპლინურ საქმეებს და უფლებამოსილი არიან გამოიყენონ შესაბამისი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, გარდა წესდების 223-ე და 224-ე მუხლებით გათვალისწინებული დისციპლინური საქმეებისა, და იმ საქმეებისა, რომელთა გადაწყვეტაც განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური საქმეებისა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი განიხილავს დისციპლინურ საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია წესდების 691 მუხლით; 692 მუხლით; 693 მუხლით; 694 მუხლის პირველი პუნქტით; 696 მუხლით; 14010 მუხლის მე-2 პუნქტით; 14011 მუხლის მე-2 პუნქტით; 14012 მუხლის მე-2 პუნქტით; 14013 მუხლის მე-2 პუნქტით; 14014 მუხლის მე-2 პუნქტით; 14015 მუხლის მე-2 პუნქტით; 14016 მუხლის მე-2 პუნქტით; 14017; 14018; 14019; 14020 მუხლებით, იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია მსმენელის მიერ.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები