„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს(თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 448
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 56, 20/05/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 25/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.014650
  • Word
448
18/05/2010
სსმ, 56, 20/05/2010
140130000.22.034.014650
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს(თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.014.650

საქართველოს შინაგან საქმეთა

 მინისტრის ბრძანება 448

2010 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს    (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებით (სსმ III, 28.12.2007 წ., №186, მუხ. 2092) დამტკიცებული დანართი №30 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2.

 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2010 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

    . მერაბიშვილი

დანართი №30

ტერიტორიული ორგანოები (. თბილისის მთავარი სამმართველოს, კანცელარიის, კადრებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების, საფინანსო- სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების და კინოლოგიის ჯგუფის გარდა)

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი      (ლარი)

მთავარი სამმართველოს უფროსი

2470

მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე

1995

სამმართველოს (რაიონული, საქალაქო) უფროსი

1800

სამმართველოს უფროსი

1290

სამმართველოს (რაიონული, საქალაქო) უფროსის მოადგილე

1175

სამმართველოს უფროსის მოადგილე

1175

განყოფილების უფროსი   (დეტექტივ-გამომძიებელი)

1145

დეტექტივი-გამომძიებელი

1145

დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი

890

განყოფილების უფროსი (გამომძიებელი)

1125

განყოფილების უფროსის მოადგილე (გამომძიებელი)

835

უბნის უფროსი ინსპექტორი-გამომძიებელი

780

უბნის ინსპექტორი-გამომძიებელი

745

უბნის უმცროსი ინსპექტორი

710