დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოსა და ირანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 71 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/04/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 45, 18/04/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.10.003.000.205 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №71
2005 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
,,საქართველოსა და ირანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,საქართველოსა და ირანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის №54 დადგენილების პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას საქართველოსა და ირანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ვალერი ჩეჩელაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ნათია ავლოხაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა დე-პარტამენტის II მდივანი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ლევან ასათიანი – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში
ნიკა გილაური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ეკატერინე გურეშიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
ნიკოლოზ ვაჩეიშვილი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
ჯემალ ინაიშვილი – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე
თეიმურაზ სამადაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
ნუგზარ სარჯველაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე
გიორგი ღუღუნიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ვლადიმერ ჭიპაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.”.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები