დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 იანვრის №26 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 400 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/05/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 55, 18/05/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.014645 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/05/2010 - 14/06/2010)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.014.645
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №400
2010 წლის 17 მაისი
ქ. თბილისი
„უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 იანვრის №26 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 იანვრის №26 ბრძანებაში (სსმ III, 2007წ., №7, მუხ. 48) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ნებართვას გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).“.
ბ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №8 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე გაცემული სანებართვო მოწმობები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 15 ივნისიდან.
კ. ბაინდურაშვილი
დანართი №8

საჯარო სამართლის იურიდიული პირი
შემოსავლების სამსახური
უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის
სანებართვო მოწმობა N000000
სანებართვო მოწმობის
მფლობელი:______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
(საწარმოს სრული დასახელება, სარეგისტრაციო მონაცემები)
ობიექტის ადგილმდებარეობა და ფართობი:___________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
(ნებართვის მფლობელის იურიდიული მისამართი; უბაჟო ვაჭრობის პუნქტის მისამართი; საბაჟო ორგანოს დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს უბაჟო ვაჭრობის პუნქტი; პუნქტის ფართობი)
სანებართვო მოწმობა გაცემულია შემოსავლების სამსახურის ________________
20..... წლის ......... .......................... ის № ბრძანების საფუძველზე.
გაცემის თარიღი ........ ............................ 20 წ.
მოქმედების ვადა ........ ............................ 20 წ.
სსიპ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი
____________________________________
(ხელმოწერა) ბ.ა.
დამკვეთი:
დამამზადებელი:
სფს-ს რეგისტრაციის №
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები