დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 399 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/05/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 55, 18/05/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.033.014644 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.014.644
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №399
2010 წლის 17 მაისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებით (სსმ III, 31.03.10, №33, მუხ. 543) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;“;
ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ ქვეპუნქტი:
„ჟ1) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური ფორმის ტანსაცმლის აღწერილობასა და სამსახურის ლოგოს;“;
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. სამსახურის უფროსის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.
2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:
„ე) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ვ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.
3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ–ჟ“ ქვეპუნქტები:
„კ) სამსახურის ტერიტორიული ორგანოების და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის მიერ საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების საკითხის შეთანხმება;
ლ) სამსახურის ტერიტორიული ორგანოების და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის მიერ შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების მონაწილეზე ან წილის მფლობელზე, საოპერაციო კომპანიაზე, ტვირთის გამგზავნზე, ან მათ აფილირებულ პირზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის, საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციებისათვის საგადასახადო და საბაჟო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობის გაცემის საკითხის შეთანხმება;
მ) ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებასთან, გაუქმებასა და ჩამორთმევასთან დაკავშირებით სამსახურის ტერიტორიული ორგანოებიდან და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტიდან მიღებული დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი წინადადებების სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;
ნ) საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიანი რეესტრის წარმოება;
ო) მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის რეზიდენტობის მინიჭებასთან დაკავშირებით სამსახურის ტერიტორიული ორგანოებიდან და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტიდან მიღებული დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი წინადადებების სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;
პ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ჟ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.
4. მე-8 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:
„მ1) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;“;
ბ) პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება;“;
გ) მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) სამსახურში არსებულ იარაღზე და საბრძოლო მასალებზე პასუხისმგებლობა და მათი კონტროლი, იარაღის ტარების უფლების მქონე პირთა და მათზე გაცემული იარაღის ტარების დამადასტურებელი მოწმობების საერთო რეესტრის წარმოება;“;
დ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;“;
ე) მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;
ვ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ–ი“ ქვეპუნქტები:
„ზ) მოსაკრებლის გადახდის ნიშნების, დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების და სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმების ბეჭდვის ორგანიზება, კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა და მათი სამსახურის ტერიტორიული ორგანოებისა და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გაცემა;
თ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ი) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;
ზ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:
„ვ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ზ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.
5. მე-9 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:
„გ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
დ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;
ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:
„დ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ე) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.
6. მე-10 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:
„გ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
დ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;
ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:
„გ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
დ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.
7. მე-11 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ–ზ“ ქვეპუნქტები:
„დ) სამსახურის ტერიტორიული ორგანოების და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის მიერ „ღია კარის“ პრინციპით გადასახადის გადამხდელებთან საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი განმარტებითი მუშაობის ორგანიზება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა და დაინტერესებულ პირთა ინფორმირების მიზნით ბროშურების, სამახსოვროებისა და სხვა ბეჭდვითი გამოცემების შემუშავება;
ვ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ზ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;
ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ და „ზ2“ ქვეპუნქტები:
„ზ1) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა და დაინტერესებულ პირთა ინფორმირების მიზნით ბროშურების, სამახსოვროებისა და სხვა ბეჭდვითი გამოცემების შემუშავება;
ზ2) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;“;
გ) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;
დ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:
„გ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
დ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.
8. მე-12 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:
„თ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ი) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;
ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები:
„ლ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
მ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;
გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:
„ე) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ვ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;
დ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ–მ“ ქვეპუნქტები:
„კ) საბაჟო საწყობის, უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობაზე უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება;
ლ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
მ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.
9. მე-13 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“1. ადმინისტრირების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ბ) საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების კოორდინაცია და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიღება;
გ) საგადასახადო ორგანოების მიერ მიმდინარე კონტროლის ღონისძიებებზე ინფორმაციის მიღება და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;
დ) საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე სამსახურში შემოსული წინადებების განხილვა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;
ე) საგადასახადო ვალდებულებების ჩამოწერის შესახებ ტერიტორიული ორგანოებიდან შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება და კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახილველად წარდგენა;
ვ) რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე გადასახადის გადამხდელთა მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის;
ზ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გაკოტრების რეჟიმში მომუშავე გადამხდელების მიმართ გაკოტრების საქმისწარმოების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის მიღება, დამუშავება და სამსახურის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
თ) საგადასახადო ორგანოების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევებზე წარმოდგენილი ინფორმაციის მიღება და დამუშავება;
ი) ვადაგადაცილებულ დავალიანებათა შესახებ ტერიტორიული და სხვა ორგანოებიდან ინფორმაციის მიღება და დამუშავება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ სამსახურში შემოსული განაცხადების განხილვა და სამსახურის ხელმძღვანელებისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
ლ) კომპეტენტური ორგანოების მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხის განხილვისას, სათანადო მომართვის საფუძველზე, ახორციელებს შესაბამის პირთა საგადასახადო ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მომზადებას და საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსათვის მიწოდებას;
მ) საბანკო დაწესებულებებსა და სამსახურს შორის ინფორმაციის ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით გაცვლის კოორდინაცია;
ნ) ბანკის და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი ორგანიზაციებიდან ინფორმაციის მიღება უცხოური საწარმოს ან/და არარეზიდენტი ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშების შესახებ და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
ო) აქციზური მარკების მიღების, შენახვის და გაცემის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
პ) ელექტრონული დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით სამსახურის უფროსისათვის წინადადებების წარდგენა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კომპიუტერული ბაზის ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის სამსახურის ტერიტორიული ორგანოების და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენ-ტისათვის მიწოდება;
რ) სამსახურის შესაბამისი ორგანოების მიერ განხორციელებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების (გირავნობა/იპოთეკა, ქონებაზე ყადაღის დადება) მარეგისტრი-რებელ ორგანოებში რეგისტრაციის მიზნით ინფორმაციის ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით გაცვლის კოორდინაცია;
ს) კომპეტენციის ფარგლებში ელექტრონული და სხვა სახის წარმოუდგენელი დეკლარაციების შესახებ ინფორმაციის მიღება (მათ შორის სპეციალურად შექმნილი ელექტრონული მოდულის მეშვეობით) და სამსახურის ორგანოების მიერ ამ კუთხით განხორციელებული ღონისძიებებზე მონიტორინგი;
ტ) ახორციელებს 2010 წლის 1 აპრილამდე გამოცხადებულ აუქციონებზე გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით აუქციონის ჩატარების პროცედურების ორგანიზებას და აუქციონის ჩატარებას. აუქციონის გზით რეალიზებულ ყადაღადადებულ ქონებაზე გაყიდვისა და ქონების ფლობის (განკარგვის) შესახებ სერტიფიკატის გაცემას და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შედეგების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ინფორმირებას. საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მოვალის ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ;
უ) აწვდის შესაბამის ინფორმაციას საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იღებს ინფორმაციას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროდან ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შედეგებზე;
ფ) სამსახურის ტერიტორიული ორგანოების და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის მიერ აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემის, ცვლილების შეტანის საკითხის შეთანხმება და უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება;
ქ) მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრის წარმოება, რეგისტრაციის პროცესის ორგანიზების უზრუნველყოფა, დაკარგული საკონტროლო-სალარო აპარატების შესახებ მონაცემების ასახვა შესაბამის კომპიუტერულ ბაზაში და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის სამსახურის ტერიტორიული ორგანოებისა და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებისათვის მიწოდება;
ღ) ტერიტორიულ ორგანოებსა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტში გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვაზე გადაყვანასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
ყ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
შ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;
ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების და საგადასახადო ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის ადრესატამდე დაყვანა;“;
გ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ–თ“ ქვეპუნქტები:
„დ) საბაჟო სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისაღებად კანდიდატთა შერჩევა, კანდიდატის განცხადების განხილვა-ანალიზი, თანამშრომლობის განხორციელების შესახებ სპეციალური მონაცემების დამუშავება-ანალიზი, კოორდინაცია საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის ფარგლებში საქონლის საბაჟო გაფორმებისას რისკების მართვის სისტემის გამოყენების კუთხით;
ე) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „ASYCUDA“-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის მუშაობის მონიტორინგი. საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „ASYCUDA“-ში რისკის პროფილების ინტეგრირება, არსებული რისკის პროფილების შეცვლა ან გაუქმება;
ვ) საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით გადამხდელთა საგადასახადო შემოწმებისათვის შესარჩევი რისკის კრიტერიუმების და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პირების საგადასახადო შემოწმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას რისკების შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ პირთა შერჩევის ელექტრონული სისტემის და საგადასახადო რისკის მართვის პროგრამის მუშაობის ანალიზი;
ზ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
თ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;
დ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;“;
ე) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკის, სპეციალური საბაჟო, საგადასახადო და სხვა შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;“;
ზ) მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) დამტკიცებული საგეგმო-საპროგნოზო მაჩვენებლების დაყვანა ტერიტორიულ ორგანოებამდე და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტამდე;“;
თ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ და „მ2“ ქვეპუნქტები:
„მ1) გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის გადამხდელისათვის დაბრუნების, ან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების დროს დაშვებული შეცდომის გასწორების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მისი წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისათვის;
მ2) გადასახადის გადამხდელის მიერ შეცდომით გადახდილი თანხების გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე ასახვის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მისი წარდგენა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისათვის;“;
ი) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს–უ“ ქვეპუნქტები:
„ს) ფიზიკურ პირთა ქონების (მათ შორის, მიწის) გადასახადის განაკვეთების თაობაზე მიღებული ინფორმაციის ერთიან კომპიუტერულ ბაზაში ასახვა;
ტ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
უ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.
10. მე-14 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:
„ე) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ვ) ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;
ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:
„ე) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ვ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;
გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;“;
დ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.
11. მე-18 მუხლის:
ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები:
„დ1) საბაჟო საწყობის, უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემას, მასში ცვლილების შეტანას, გაუქმებას, ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს;
დ2) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას;“;
ბ) „ე–ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ორგანიზაციებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მიღებას, ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების, გაუქმების და ჩამორთმევის საკითხის მომზადების ორგანიზებას, სამსახურის უფროსის გადაწყვეტი-ლების საფუძველზე საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის გაცემას, საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მქონე ორგანიზაციის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების კონტროლს;
ვ) სამსახურის ცენტრალურ აპარატთან შეთანხმებით საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებას; ჰუმანიტარული დახმარების სტატუსით იმპორტირებული საქონლის განაწილების წინასწარ გეგმასთან შედარებასა და ანალიზს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰუმანიტარული დახმარების/გრანტის სტატუსით იმპორტირებული საქონლისათვის ჰუმანიტარული დამხმარების/გრანტის სტატუსის მოხსნას;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის ცენტრალურ აპარატთან შეთანხმებით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემას, ცვლილების შეტანას; კანონით დადგენილი წესით ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს და ნებართვის გაუქმებას.“;
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ და „ზ2“ ქვეპუნქტები:
„ზ1) სამსახურის ცენტრალურ აპარატთან შეთანხმებით შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების მონაწილეზე ან წილის მფლობელზე, საოპერაციო კომპანიაზე, ტვირთის გამგზავნზე, ან მათ აფილირებულ პირზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის, საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციებისათ-ვის საგადასახადო და საბაჟო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობის გაცემა;
ზ2) მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის რეზიდენტობის მინიჭებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიღებას, მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის რეზიდენტობის მინიჭების საკითხის მომზადების ორგანიზებას და შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რეზიდენტობის ცნობის გაცემას;“.
12. მე-20 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1–გ5“ ქვეპუნქტები:
“გ1) ორგანიზაციებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მიღებას, ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების, გაუქმების და ჩამორთმევის საკითხის მომზადების ორგანიზებას, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის გაცემას, საქველმოქმედო სტატუსის მქონე ორგანიზაციის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების კონტროლს;
გ2) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურის ცენტრალურ აპარატთან შეთანხმებით, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემას, ცვლილების შეტანას; კანონით დადგენილი წესით ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს და ნებართვის გაუქმებას;
გ3) სამსახურის ცენტრალურ აპარატთან შეთანხმებით, საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებას; ჰუმანიტარული დახმარების სტატუსით იმპორტირებული საქონლის განაწილების წინასწარ გეგმასთან შედარებასა და ანალიზს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰუმანიტარული დახმარების/გრანტის სტატუსით იმპორტირებული საქონლისათვის ჰუმანიტა-რული დამხმარების/გრანტის სტატუსის მოხსნას;
გ4) სამსახურის ცენტრალურ აპარატთან შეთანხმებით, შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების მონაწილეზე ან წილის მფლობელზე, საოპერაციო კომპანიაზე, ტვირთის გამგზავნზე, ან მათ აფილირებულ პირზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის, საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციები-სათვის საგადასახადო და საბაჟო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობის გაცემას;
გ5) მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის რეზიდენტობის მინიჭებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიღებას, მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის რეზიდენტობის მინიჭების საკითხის მომზადების ორგანიზებას და შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე რეზიდენტობის ცნობის გაცემას;“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები