„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციისა და დამაგრების, დაზიანებული ნიშნების შეცვლის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 იანვრის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციისა და დამაგრების, დაზიანებული ნიშნების შეცვლის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 იანვრის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 398
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 55, 18/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 210070000.22.033.014643
  • Word
398
17/05/2010
სსმ, 55, 18/05/2010
210070000.22.033.014643
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციისა და დამაგრების, დაზიანებული ნიშნების შეცვლის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 იანვრის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 210.070.000.22.033.014.643

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

 ბრძანება 398

2010 წლის 17 მაისი

 . თბილისი

,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციისა და დამაგრების, დაზიანებული ნიშნების შეცვლის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესების დამტკიცების შესახებსაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 იანვრის 50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციისა და დამაგრების, დაზიანებული ნიშნების შეცვლის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესების დამტკიცების შესახებსაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 იანვრის 50 ბრძანებით (სსმ III, 30.01.07, 12, მუხ. 127) დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გაცემის წესი

1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შესაძენად სათამაშო ბიზნესის მომწყობი პირი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის (შემდგომშიშემოსავლების სამსახური) ტერიტორიულ ორგანოში (შემდგომშიტერიტორიული ორგანო) წარადგენს განაცხადს მოსაკრებლის გადახდის ნიშნების მოთხოვნაზე, სადაც მითითებული უნდა იყოს მოქმედი და სარეზერვო (გამოუყენებელი) სათამაშო მაგიდებისა და აპარატების, აგრეთვე ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების რაოდენობა. განაცხადს თან უნდა ერთოდეს სათამაშო ბიზნესის ორგანიზებაზე დადგენილი წესით აღებული ლიცენზიის ან ნებართვის ასლი და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელის მიერ გადახდის დამადასტურებელი ნიშნების მიღება ხდება ტერტორიულ ორგანოებში დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული მოსაკრებლის განაკვეთების მიხედვით.

3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების მიღება თამაშების მომწყობ პირთა მიერ უნდა მოხდეს ყოველი საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) დაწყებამდე, წინა კვარტალის განმავლობაში. თუ თამაშის მომწყობი (ორგანიზატორი) პირი საქმიანობას იწყებს საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) განმავლობაში ან კვარტალის განმავლობაში გადამხდელს ემატება დაბეგვრის ახალი ობიექტი, მაშინ მოსაკრებლის გადახდის ნიშნები გაიცემა მიმდინარე საანგარიშო კვარტალზე, ამასთან, მოსაკრებელი საანგარიშო პერიოდზე გადახდილ უნდა იქნეს სრულად. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ახალი ნიშნების დამტკიცებამდე, გამოყენებულ იქნეს ძველი ნიშნები. იმ პირობით, რომ აღნიშნული ნიშნების სანაცვლოდ გადახდილი იქნება შესაბამისი მოსაკრებელი.

4. ტერიტორიული ორგანოს მიერ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშნის გაცემის დროს ამოჭრილ უნდა იქნეს შესაბამისი მიმდინარე აღმნიშვნელი ციფრი (ციფრები ნიშანზე განთავსებულია კვარტალების მიხედვით I-დან IV-ის ჩათვლით).

5. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნები ტერიტორიული ორგანოს მიერ თამაშების მომწყობ პირებზე გაიცემა უფასოდ.“.

2. მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ტერიტორიულ ორგანოებზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშნების გაცემის აღრიცხვას აწარმოებს შემოსავლების სამსახური, ტერიტორიულ ორგანოებზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გაცემის აღრიცხვის ჟურნალის მიხედვით (დანართი 1), ან/და მისი ელექტრონული ვერსიით, რომლის ამობეჭდვა და დაარქივება ხდება ყოველი წლის ბოლოს.

3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშნების მიღებისა და სათამაშო ბიზნესის მომწყობ პირებზე ნიშნების გაცემის აღრიცხვას აწარმოებენ ტერიტორიული ორგანოები სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორებზე მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გაცემის აღრიცხვის ჟურნალის მიხედვით (დანართი 2), ან/და მისი ელექტრონულ ვერსიით, რომლის ამობეჭდვა და დაარქივება ხდება ყოველი წლის ბოლოს.“.

3. მე-5 მუხლის მე-3–მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოსაკრებლის გადახდის დაზიანებული ნიშნის მოხსნა დაბეგვრის ობიექტიდან ხდება სათანადო აქტის გაფორმების საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერს თამაშების ორგანიზატორი პირი და შესაბამისი ტერიტორიული ორგანო. აქტში მითითებულ უნდა იქნეს დაზიანების მიზეზი, თარიღი და დაზიანების ხარისხი.

4. დაზიანებული ნიშნები გადასაცვლელად წარედგინება იმ ტერიტორიულ ორგანოს, რომლის მიერ გაცემულია აღნიშნული ნიშანი, მაგრამ არა უგვიანეს დაზიანებიდან მეორე დღისა.

5. ტერიტორიული ორგანო მოსაკრებლის გადახდის ნიშნის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაზიანებული ნიშნების წარმოდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

6. ტერიტორიული ორგანოები მოსაკრებლის გადახდის დაზიანებულ ნიშნებს წარადგენენ შემოსავლების სამსახურში არა უგვიანეს შესაბამისი პერიოდის მომდევნო თვის 10 რიცხვისა.“.

4. მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაბეგვრის უმოქმედო ობიექტების (სამორინეს სათამაშო მაგიდები და ავტომატები, ბინგოსა და ტოტალიზატორების სალაროები) დალუქვას ახდენენ ტერიტორიული ორგანოები შესაბამისი აქტის შედგენით.

3. დალუქულ ობიექტებზე ლუქის ახსნას ახდენენ ტერიტორიული ორგანოები სათამაშო ბიზნესის მომწყობი პირის განცხადების საფუძველზე. ტერიტორიული ორგანოების მიერ ლუქის ახსნა ხდება შესაბამისი აქტის შედგენის გზით.“.

5. ბრძანების დანართი 1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ბაინდურაშვილი

 

 

 

დანართი 1

 

 

ტერიტორიულ ორგანოებზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის

გადახდის ნიშნების გაცემის აღრიცხვის ჟურნალი

 

ტერიტორიული ორგანო _____________

 

 

გაცემის თარიღი

სათამაშო მაგიდა

სათამაშო ავტომატები

ტოტალიზატორი

ბინგო

ლოტო

რაოდენობა

სერია

ნომერი

რაოდენობა

სერია

ნომერი

რაოდენობა

სერია

ნომერი

რაოდენობა

სერია

ნომერი

რაოდენობა

სერია

ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნიშნების მიმღების გვარი, სახელი

მინდობი-ლობის

და თარიღი

პირადობის მოწმობის

მიმღების ხელმოწერა

გამცემის ხელმოწერა

შენიშვნა (ნიშნების დაბრუნების აღნიშვნა)