დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 21 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 89 |
| დოკუმენტის მიმღები | ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი |
| მიღების თარიღი | 14/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 43, 19/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.47.052.014504 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.014.504
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის
ბრძანება №89
2010 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
„ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 21 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 16 თებერვლის №1/ნ ბრძანების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 21 იანვრის №10 ბრძანებასა (სსმ III, 28.01.2008 წ., №13, მუხ. 173) და ამ ბრძანებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესი“ (შემდგომში – წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს საჰაერო კოდექსის 56-ე მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 16 თებერვლის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის“ მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.
2. წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს“.
3. წესის დანართ №5-ში სიტყვები „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიჭინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები