"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 24 მაისის №474 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 24 მაისის №474 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 39/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 18/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 55, 18/05/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 04/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.014640
  • Word
39/ნ
18/05/2010
სსმ, 55, 18/05/2010
430010000.22.022.014640
"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 24 მაისის №474 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 24 მაისის №474 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.014.640

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №39/ნ

2010 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 24 მაისის №474 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 24 მაისის №474 ბრძანების (სსმ III, 29.05.2006წ., №71, მუხ.897) დანართი №1-ით დამტკიცებულ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი, საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული საბაზო ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი;“.

2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ დებულების მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და გაცემას სამინისტროში უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სტატისტიკურ-ანალიტიკური დეპარტამენტი, ხოლო „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და გაცემას – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა-გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.“.

3. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის მისაღებად:

 ა1.ა) იმ პირთა ნუსხა, რომელთაც საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების ატესტატის მიღების უფლება;

1.ბ) ლიცენზიის ან უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის მოწმობა. ეს მოთხოვნა არ ეხება საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ლიცენზირებულად ითვლებიან „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად;“.

4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ატესტატის ფორმებს ავსებს სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სტატისტიკურ-ანალიტიკური დეპარტამენტი და შევსებულ ფორმებს გადასცემს საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს შევსებული ატესტატების გაცემას შესაბამის პირებზე. საგანმანათლებლო რესურსცენტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროში წარადგენს ამ საგანმანათლებლო რესურსცენტრში ექსტერნად დარეგისტრირებულ იმ პირთა ნუსხას, რომელთაც საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების ატესტატის მიღების უფლება.“.

5. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის ფორმებს ავსებს და შევსებული ატესტატების გაცემას შესაბამის პირებზე უზრუნველყოფს:

ა) ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც სწავლობს მოსწავლე;

ბ) ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც ჩატარდა ექსტერნატის გამოცდა (თუ პირი არ სწავლობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში).“.

6. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სალიცენზიო მოწმობის შევსებასა და გაცემასთან დაკავშირებულ პროცედურებს ახორციელებს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი, ხოლო სალიცენზიო პირობების დარღვევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასა და გაცემასთან დაკავშირებულ პროცედურებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 894 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი;“.

7. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ2“ ქვეპუნქტი:

„გ2) საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის შესავსები ფორმები სამინისტროს მიერ გაიცემა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, თუ საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ წარმოდგენილი იქნება შემდეგი დოკუმენტები:

2.ა) საგანმანათლებლო რესურსცენტრის განაცხადი;

2.ბ) იმ პირთა ნუსხა, რომელთაც საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების ატესტატის მიღების უფლება;

2.გ) საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მინდობილობა;“.

8. მე-5 მუხლის:

ა) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული საბაზო ან სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე საბაზო ან სრული ზოგადი განათლების ატესტატის, სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატისა და სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატის ფორმების შევსებასა და გაცემას უზრუნველყოფს სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სტატისტიკურ-ანალიტიკური დეპარტამენტი.“;

ბ) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული საბაზო ან სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული საბაზო ან სრული ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნისა და სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატების – სამინისტროში სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში.“;

გ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ლიკვიდირებული/რეორგანიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის საბაზო ზოგადი განათლების, საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული საბაზო ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების ან სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ფორმების შევსების უფლებამოსილება აქვს იმ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა/შევიდა ლიკვიდირებული/რეორგანიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბაზო ზოგადი განათლების, საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული საბაზო ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების ან სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ფორმებში გრაფა „დირექტორის“ გასწვრივ, წილადის ხაზის აღნიშვნის შემდეგ, ხელს აწერს იმ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა/შევიდა ლიკვიდირებული/რეორგანიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება.“.

9. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული საბაზო ან სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული საბაზო ან სრული ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნისა და სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატების ფორმების დაზიანების ან გაფუჭების შემთხვევაში გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერას უზრუნველყოფს სამინისტრო.“.

10. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გაცემული მკაცრი აღრიცხვის ფორმის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში სამინისტროს უფლება აქვს მოცემული დანართით დადგენილი წესის თანახმად გასცეს მკაცრი აღრიცხვის ფორმის დუბლიკატი, გარდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დუბლიკატისა. დუბლიკატი გაიცემა აგრეთვე იმ პირებზე, რომელთაც არ მიუღიათ განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს;“;

ბ) მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მფლობელი ზოგადი განათლების ან სახელობო განათლების დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმების დუბლიკატის მიღების მოთხოვნით შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ან სამინისტროში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში დაბადების მოწმობა) ასლი;

გ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობა;

დ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების ან არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, იმ პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და დამთავრების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომრები და გამოცემის თარიღი, რომელზეც უნდა გაიცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი. თუ დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის წარმოდგენა შეუძლებელია არარსებობის გამო, მის ნაცვლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებასა და დასრულებას;

ე) განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ნომერი, რომლის დუბლიკატის გაცემასაც მოითხოვს განმცხადებელი;

ვ) გამოსაყენებლად უვარგისი ზოგადი ან სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი დაკარგული აქვს.

4. სამინისტრო უფლებამოსილია შესაბამისი დაწესებულებიდან და საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან გამოითხოვოს დაზიანებული ან დაკარგული განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის თაობაზე დაწესებულებაში/საგანმანათლებლო რესურსცენტრში არსებული ინფორმაცია.

5. საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ატესტატის ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული საბაზო ან სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული საბაზო ან სრული ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნისა და სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ატესტატის დუბლიკატის მიღებისათვის, ატესტატის მფლობელი სამინისტროში წარადგენს განცხადებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს და შესაბამის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს (დაზიანების შემთხვევაში).“.

11. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. იმ პირებმა, რომელთაც არ მიუღიათ განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს, დუბლიკატის მისაღებად სამინისტროში უნდა წარადგინონ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, გარდა „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტებისა.“.

12. მე-7 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სამინისტროს მიერ დუბლიკატის გაცემა ხორციელდება მინისტრის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად, გარდა სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატისა. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“.“;

ბ) მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საბაზო განათლების ატესტატის, სრული ზოგადი განათლების ატესტატის, სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის, სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის, საბაზო ან საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული საბაზო ან სრული ზოგადი განათლების ატესტატის ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული საბაზო ან სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული საბაზო ან სრული ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის, სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატების და სახელობო განათლების სერტიფიკატის დუბლიკატის რეგისტრაცია ხორციელდება სამინისტროში.“;

გ) მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დუბლიკატებს ავსებს სამინისტრო.

14. ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის მიზნით, ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულება.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი