„ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 19 მაისის №64 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 87
დოკუმენტის მიმღები ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
მიღების თარიღი 14/04/2010
დოკუმენტის ტიპი ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 43, 19/04/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 08/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.47.052.014502
  • Word
87
14/04/2010
სსმ, 43, 19/04/2010
300160070.47.052.014502
„ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 19 მაისის №64 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.014.502

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის

ბრძანება №87

2010 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესა­ხებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 19 მაისის  №64 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 16 თებერვლის №1/ნ ბრძანების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესა­ხებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 19 მაისის №64 ბრძანებასა (სსმ III, 23.05.2008 წ., №75, მუხ. 812) და ამ ბრძანებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში „საჰაერო მოძ-რაობის სამსახურებისა და საშუალებების სერტიფიცირების წესები“ (შემდგომში – წესები) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს საჰაერო კოდექსის 56-ე მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 16 თებერვლის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის“ მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

2. წესების პირველი მუხლის მე-5 პუნქტში სიტყვები „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს“.

3. წესების დანართი №8-ში სიტყვები „ეკონომიკური განვითარების სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო“.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ლ. ჭიჭინაძე