საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრის (დამქირავებლის) წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩეველთა აქტიური საარჩევნო უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე

  • Word
საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრის (დამქირავებლის) წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩეველთა აქტიური საარჩევნო უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 37/2010
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 02/05/2010
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 03/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 010220020.15.008.014579
  • Word
37/2010
02/05/2010
სსმ, 51, 03/05/2010
010220020.15.008.014579
საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრის (დამქირავებლის) წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩეველთა აქტიური საარჩევნო უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.014.579

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №37/2010

2010 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრის (დამქირავებლის) წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩეველთა აქტიური საარჩევნო უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის; 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „შ“ ქვეპუნქტების; 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

 ამომრჩეველი, რომელიც მოიხსნა რეგისტრაციიდან საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრის (დამქირავებლის) შუამდგომლობის საფუძველზე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება მისი ბოლო რეგისტრაციით განსაზღვრული მისამართის შესაბამის საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე იმ შემთხვევაში, თუ 2010 წლის 14 მაისის ჩათვლით კენჭისყრაში მონაწილეობის თაობაზე განცხადებით პირადად მიმართავს სათანადო საოლქო საარჩევნო კომისიას და წარადგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას, რომლის ასლიც თან უნდა დაერთოს მის განცხადებას.

    მუხლი 2

ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული ამომრჩეველი მონაწილეობას მიიღებს:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში;

ბ) ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში (თბილისის ტერიტორიაზე რეგისტრაციის შემთხვევაში).

    მუხლი 3. ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული ამომრჩეველი, ხმას აძლევს:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (გარდა დროებითი პირადობის მოწმობისა) წარდგენის შემთხვევაში;

ბ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის შემთხვევაში;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში, ასევე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან ერთად, დევნილის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.

    მუხლი 4

ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული ამომრჩევლებისათვის შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, არა უგვიანეს 2010 წლის 15 მაისისა განკარგულებით ქმნის დამატებით საარჩევნო უბანს (უბნებს-საჭიროების შემთხვევაში), თუ საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა 200 ან 200-ზე მეტია. იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ასეთ ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 200-ს, მათთვის დამატებითი საარჩევნო უბანი არ იქმნება და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით, არაუგვიანეს 2010 წლის 15 მაისისა, აღნიშნულ ამომრჩევლებს მიამაგრებს რომელიმე საარჩევნო უბანს. კენჭისყრის შენობაში მათთვის გამოიყოფა ცალკე სარეგისტრაციო მაგიდა და რეგისტრატორი იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა 20-ზე მეტია. სადაც აღნიშნული ამომრჩევლები 20-ზე ნაკლებია, მათთვის საარჩევნო უბნებში ცალკე სარეგისტრაციო მაგიდა და რეგისტრატორი არ გამოიყოფა და ამ კატეგორიის ამომრჩევლები ხმის მიცემას შესძლებენ ერთ-ერთ რეგისტრატორთან არსებული ასეთი კატეგორიის ამომრჩევლებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი სიის მიხედვით.

    მუხლი 5

 დამატებითი საარჩევნო უბნის შექმნის თაობაზე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განკარგულების გამოცემიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების გათვალიწინებით, საოლქო საარჩევნო კომისია აცხადებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველთა შესარჩევ კონკურსს. კონკურსის გამოცხადებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში მთავრდება კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება საოლქო საარჩევნო კომისიაში. კონკურის გამოცხადებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესების გათვალისწინებით, შესაბამის პარტიებს ეძლევათ უფლება დანიშნონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები.

    მუხლი 6

საკონკურსო განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 2 კალენდარული დღის ვადაში, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით, საოლქო საარჩევნო კომისია ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს.

    მუხლი 7

ამ დადგენილების მე-6 მუხლით დადგენილი პროცედურების დასრულებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით განისაზღვრება დამატებით შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის მოიწვევის თარიღი და პირველი სხდომის დღესვე კენჭისყრის შენობაში გამოიკვრება ამ უბნის ამომრჩეველთა სიების საჯარო ვერსია.

    მუხლი 8

დაევალოს ცესკოს საორგანიზაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტებს ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ შესაბამის პირთა ცესკოში არსებული სიების, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებში თვალსაჩინო ადგილზე გამოქვეყნების უზრუნველყოფა.

    მუხლი 9

დაევალოს ცესკოს საზოგადოებასთან და საერთაშოროსო ურთიერთობების დეპარტამენტს ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ ამომრჩევევლთა ცესკოში არსებული სიების ცესკოს ვებგვერდზე განთავსება, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნება და ამ კატეგორიის ამომრჩეველთათვის არჩევნებში მონაწილეობის ამ დადგენილებით განსაზღვრული წესების გაცნობისათვის სათანადო საინფორმაციო უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება.

    მუხლი 10

დაევალოს ცესკოს საფინანსო-ეკონომიკურ დეპარტამენტს ამ დადგენილების შესასრულებლად საჭირო ფინანსური უზრუნველყოფისათვის შესაბამისი ხარჯების გაწევა 2010 წლის 30 მაისის არჩევნების ჩატარებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებიდან.

    მუხლი 11

დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი“ ამ დადგენილების მოთხოვნების საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების სასწავლო პროგრამებში გათვალისწინება.

    მუხლი 12

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასა­მართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენ­დარული დღის ვადაში.

    მუხლი 13

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე