„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 531
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 21/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 133, 25/09/2007
სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.08.002.004
  • Word
531
21/09/2007
სსმ, 133, 25/09/2007
120.010.000.08.002.004
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №531

2007 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართვე-ლოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში (სსმ III, №130, 2004 წ., მუხ. №1148) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების:

ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული სოციალური პირობების მოსაწესრიგებლად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის გარანტიების დადგენის მიზნით:“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა თანამდებობრივი სარგოები და დანამატები, სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა, კურსანტთა და რეზერვიდან ჩარიცხულ მსმენელთა ფულადი სარგოები, სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების, სამხედრო ატაშეებისა და სხვა თანამდებობის პირთა გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურების და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შტატგარეშე შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებულ პირთა სახელფასო განაკვეთები, სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის სხვა გარანტიები და მათი გაცემის წესი, აგრეთვე პრემირებისა და დახმარებების გაცემის წესი, სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო და სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმები და სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხის ოდენობა, ფულადი სარგოს შემადგენელი ელემენტები და მათი მიღებისათვის უფლებამოსილი მოსამსახურეების კატეგორიები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.“;

გ) მე-2-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. დამტკიცდეს სამოქალაქო თანამდებობათა ნუსხა (დანართი №1)“;

ე) 62-102, მე-12-27, 29-41-ე, 43-45-ე, 50-58-ე და 60-61-ე პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ვ) დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №1

სამოქალაქო თანამდებობათა ნუსხა

თანამდებობრივი კატეგორია

კოდი

გათანაბრებული თანამდებობები

1.

მთავარი საჯარო თანამდებობა

CP-17

მინისტრის პირველი მოადგილე

2.

მთავარი საჯარო თანამდებობა

CP-16

მინისტრის მოადგილე

3.

მთავარი საჯარო თანამდებობა

CP-15

სამინისტროს ადმინისტრაციის უფრო­სი

4.

მთავარი საჯარო თანამდებობა

CP-14

სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, გენერალური ინსპექციის უფროსი, დეპარტამენტის უფროსი, სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარ­ტამენტის უფროსი

5.

წამყვანი საჯარო თანამდებობა

CP-13

გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამინისტროს ადმინის­ტრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

6.

წამყვანი საჯარო თანამდებობა

CP-12

სამმართველოს უფროსი, სამინისტროს ადმინისტრაციის სამმართველოს უფროსი

7.

წამყვანი საჯარო თანამდებობა

CP-11

სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამინისტროს ადმინისტრაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, მინისტრის მრჩეველი, სამინისტროს მთავარი ბუღალტერი

8.

უფროსი საჯარო თანამდებობა

CP-10

განყოფილების უფროსი, სამინისტროს ადმინისტრაციის სამმართველოს განყოფილების უფროსი, კანცელარიის უფროსი, პროტოკოლის უფროსი, მინისტრის თანაშემწე

9.

უფროსი საჯარო თანამდებობა

CP-9

განყოფილების უფროსის მოადგილე, სამინისტროს ადმინისტრაციის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე, მინისტრის მოადგილის მრჩეველი

10.

უფროსი საჯარო თანამდებობა

CP-8

ჯგუფის უფროსი, მინისტრის მოადგილის თანაშემწე, მთავარი რევიზორი, მთავარი ინსპექტორი

11.

უფროსი საჯარო თანამდებობა

CP-7

უფროსი რევიზორი, რეფერენტი, უფროსი ინსპექტორი, მთავარი მენეჯერი, მთავარი სპეციალისტი, მთავარი ბუღალტერი (სამინისტროს მთავარი ბუღალტრის გარდა)

12.

უმცროსი საჯარო თანამდებობა

CP-6

უფროსი იურისტკონსულტი, უფროსი ფინანსისტი, უფროსი ეკონომისტი, უფროსი ბუღალტერი, რევიზორი, ინსპექტორი, წამყვანი მენეჯერი, უფროსი სპეციალისტი

13.

უმცროსი საჯარო თანამდებობა

CP-5

მენეჯერი, იურისტკონსულტი, მოლარე-ხაზინადარი, პროგრამისტი, თარჯიმანი, სპეციალისტი, მდივანრეფერენტი, უფროსი ლაბორანტი, ბუღალტერი, მუსი-კოსი

14.

მთავარი ტექნიკუ­რი თანამდებობა

CP-4

მზარეული, მექანიკოსი, ელექტრომექა­ნიკოსი, კორექტორი, ტექნიკოსი, ლაბორანტი, ადმინისტრატორი, ინსტრუქტორი, საწყობის უფროსი, მბეჭდავი, ოპერატორი, მედდა, აღმზრდელი, ოსტატი, არქივარიუსი, ბიბლიოთეკარი

15.

უფროსი ტექნიკური თანამდებობა

CP-3

შენობის კომენდანტი, ექსპედიტორი, მძღოლი, უმცროსი მედდა, დიასახლისი, სამედიცინო რეგისტრატორი, დეზინფექ­ტორი, დამფასოებელი, ზეინკალი, ელექტრიკოსი, სანტექნიკი

16.

ტექნიკური თანამდებობა

CP-2

მკერავი, ტელეგრაფისტი, ტელეფო­ნისტი, გრავიორი, ფოტოგრაფი, ხურო, მეუთოვე, მეწაღე, ფელდეგერი, სანიტარი, ძიძა

17.

უმცროსი ტექნიკუ­რი თანამდებობა

CP-1

კურიერი, მეკუჭნავე, მეეზოვე, დარაჯი, მელიფტე, მებაღე, შვეიცარი, დამლაგებელი.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს 2007 წლის 27 სექტემბრიდან.

მ. სააკაშვილი