„ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2010 წლის 22 აპრილის №30/2010 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
„ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2010 წლის 22 აპრილის №30/2010 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36/2010
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 01/05/2010
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 03/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.014580
  • Word
36/2010
01/05/2010
სსმ, 51, 03/05/2010
010210010.15.008.014580
„ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2010 წლის 22 აპრილის №30/2010 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.014.580

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №36/2010

2010 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

„ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2010 წლის 22 აპრილის №30/2010 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

„ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2010 წლის 22 აპრილის №30/2010 დადგენილებაში (სსმ III, 23.04.2010 №46 მუხ.687) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 1

№1 მთაწმინდის, №5 ისნის, №7 ჩუღურეთის, №8 დიდუბის, №9 ნაძალადევის, №21 გარდაბანის, №32 გორის, №58 წყალტუბოს, №67 ზუგდიდის და №81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიებმა არა უგვიანეს 2010 წლის 14 მაისისა შეიძლება შექმნან დამატებით 1 (ერთი) ახალი საარჩევნო უბანი, ხოლო №6 სამგორისა და №10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებმა, თითოეულმა, ამავე ვადაში დამატებით შეიძლება შექმნან 2(ორი) ახალი საარჩევნო უბანი.“.

2. დადგენილებას დაემატოს 41 მუხლი შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 41

ამ დადგენილების მე-4 მუხლის საფუძველზე, №6 სამგორისა და №8 დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების განკარგულებებით მოწვეული საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები, გაიმართოს არა უადრეს 2010 წლის 10 მაისიდან არა უგვიანეს 2010 წლის 14 მაისამდე.“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 3

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე