დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აქციონერთა კრების ჩატარების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს ბაზალტი |
| მიღების თარიღი | 20/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 72, 24/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სს „ბაზალტის“ აქციონერთა საერთო კრების ჩანიშვნის შესახებ
2010 წლის 18 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. №7, I სართული, №1 გაიმართება სს „ბაზალტის“ აქციონერთა საერთო კრება.
დღის წესრიგი:
1. 2008-2009 წლის ფინანსური ანგარიშებისა და წლიური შედეგების განხილვა.
2. 2010 წლის ფინანსური მდგომარეობის განხილვა.
3. სს „ბაზალტის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა.
4. წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება (წესდების საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით).
რეკომენდაციები:
საერთო კრების ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი მოსაზრებები დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით;
წესდების ახალი რედაქციის პროექტის გასაცნობად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სს „ბაზალტის“ დირექტორს. მისამართი: მარნეულის რაიონი, სოფელი ყიზილ-აჯლო, სს „ბაზალტი“.
აქციონერებმა ინფორმაციისათვის შეუძლიათ მიმართონ შპს „რეგისტირის“, მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზირი 74ა, მე-3 სართული.
სს „ბაზალტის“ დირექტორი მ. ჩიტაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები