„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2010 წლის 20 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
მიღების თარიღი 27/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 03/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.014567
  • Word
36
27/04/2010
სსმ, 51, 03/05/2010
010170000.22.029.014567
„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2010 წლის 20 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2010 წლის 20 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.014.567

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის

ბრძანება №36

2010 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2010 წლის 20 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2010 წლის 20 იანვრის №02 ბრძანებაში (სსმ III, 25.01.2010, №7, მუხ.65)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ ბრძანების მე-2 პუნქტის “„ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება შესაბამისი საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ტარიფების დაწესების შესახებ;“.

2. ბრძანების მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები:

„დ1) ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან იმ ორგანიზებულად განსახლების ობიექტის (ობიექტების) შესახებ, რომელთა მომსახურებას იგი ახორციელებს;

„დ2) ამ ბრძანების მე-3 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე;“.

3. ბრძანების მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ორგანიზებულად განსახლების ობიექტების (ობიექტის) ნუსხა, რომელთა მომსახურებას იგი ახორციელებს (ობიექტების ადმინისტრაციებისთვის, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის);“.

    მუხლი 2

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კ. სუბელიანი