„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 520
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 12/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 129, 14/09/2007
სარეგისტრაციო კოდი 120.090.000.08.002.004
  • Word
520
12/09/2007
სსმ, 129, 14/09/2007
120.090.000.08.002.004
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.090.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №520

2007 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებას (სსმ III, 2007 წ., №113, მუხ. 1251) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

11. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე, ამ აქტებით განსაზღვრული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის უფლებამოსილებები მიენიჭოთ შესაბამისად – საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეს.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი