დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/05/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 55, 18/05/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.014634 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.014.634
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №37/ნ
2010 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჟახუნდერის საჯაროს სკოლას მიენიჭოს სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე გარდაცვლილი ალექსანდრე ონიანის სახელი და ეწოდოს “ალექსანდრე ონიანის სახელობის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლა“.
მუხლი 2
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ქობულეთის №6 საჯარო სკოლას მიენიჭოს სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე გარდაცვლილი ბადრი ბერანძის სახელი და ეწოდოს “ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის №6 საჯარო სკოლა“.
მუხლი 3
“ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხ. 1233) დამტკიცებულ დანართი №2-ში შეტანილ იქნეს ცვლილებები:
ა) ლენტეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
| № | სახელწოდება | მისამართი | საფეხური |
| 1 | დ/ლენტეხის №1საჯარო სკოლა | დაბა ლენტეხი, თამარ მეფის ქ. №32 | დაწ-საბ-საშ |
| 2 | სოფელ ხოფურის საჯარო სკოლა | სოფელი ხოფური | დაწ-საბ-საშ |
| 3 | სოფელ სასაშის საჯარო სკოლა | სოფელი სასაში | დაწ-საბ-საშ |
| 4 | სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლა | სოფელი რცხმელური | დაწ-საბ-საშ |
| 5 | სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლა | სოფელი ჩოლური | დაწ-საბ-საშ |
| 6 | სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლა | სოფელი ჩიხარეში | დაწ-საბ-საშ |
| 7 | სოფელ ხელედის საჯარო სკოლა | სოფელი ხელედი | დაწ-საბ-საშ |
| 8 | სოფელ მელეს საჯარო სკოლა | სოფელი მელე | დაწ-საბ |
| 9 | დ/ლენტეხის №2 საჯარო სკოლა | დაბა ლენტეხი, სტალინის ქ. №111 | დაწ-საბ-საშ |
| 10 | ალექსანდრე ონიანის სახელობის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლა | სოფელი ჟახუნდერი | დაწ-საბ-საშ |
| 11 | სოფელ ფანაგის საჯარო სკოლა | სოფელი ფანაგა | დაწ-საბ |
ბ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ქობულეთის მინიციპალიტეტი
| 1 | ქ. ქობულეთის №1 საჯარო სკოლა (ქობულეთის №1 სკოლის და ქობულეთის დაწყებითი სკოლის უფლებამონაცვლე) | აღმაშენებლის ქ. №47 | დაწ-საბ-საშ |
| 2 | ქ. ქობულეთის №2 საჯარო სკოლა | რუსთაველის ქ. №136 | დაწ-საბ-საშ |
| 3 | ქ. ქობულეთის №3 საჯარო სკოლა | რუსთაველის ქ. №168 | დაწ-საბ-საშ |
| 4 | ქ. ქობულეთის №5 საჯარო სკოლა | თხილაიშვილის ქ. №42-ა | დაწ-საბ-საშ |
| 5 | ბადრი ბერანძის სახელობის ქ. ქობულეთის №6 საჯარო სკოლა | რუსთაველის შესახ. №5 | დაწ-საბ-საშ |
| 6 | სოფ. ჩაქვის №1 საჯარო სკოლა (ჩაქვის №1 სკოლის, ჩაქვის №2 სკოლის და ჩაქვის დაწყებითი სკოლის უფლებამონაცვლე) | თამარ მეფის ქ. №75 | დაწ-საბ-საშ |
| 7 | სოფ. ჩაქვის №2 საჯარო სკოლა | სოფ. ჩაქვი, ციტრუსების მეურნეობა | დაწ-საბ-საშ |
| 8 | სოფ. ჩაისუბნის №1 საჯარო სკოლა (სოფელ ჩაისუბნის სკოლის, სოფელ ყურშუბაძეების დაწყებითი სკოლის და სოფელ დავითაძეების დაწყებითი სკოლის უფლებამონაცვლე) | სოფ. ჩაისუბანი | დაწ-საბ-საშ |
| 9 | სოფ. სახალვაშოს საჯარო სკოლა | სოფ. სახალვაშო | დაწ-საბ-საშ |
| 10 | სოფ. ხალას საჯარო სკოლა (სოფელ ხალას სკოლის, სოფელ ჩაქვისთავის დაწყებითი სკოლის და სოფელ ველის დაწყებითი სკოლის უფლებამონაცვლე) | სოფ. ხალა | დაწ-საბ-საშ |
| 11 | სოფ. გორგაძეების საჯარო სკოლა | სოფ. გორგაძეები | დაწ-საბ-საშ |
| 12 | სოფ. აჭყვას საჯარო სკოლა | სოფ. აჭყვა | დაწ-საბ-საშ |
| 13 | სოფ. საჩინოს საჯარო სკოლა | სოფ. საჩინო | დაწ-საბ-საშ |
| 14 | სოფ. ციხისძირის საჯარო სკოლა (სოფელ ციხისძირის სკოლის, სოფელ ციხისძირის საბაზო სკოლის და სოფელ ციხისძირის დაწყებითი სკოლის უფლებამონაცვლე) | სოფ. ციხისძირი | დაწ-საბ-საშ |
| 15 | სოფ. შუაღელეს საჯარო სკოლა | სოფ. შუაღელე | დაწ-საბ-საშ |
| 16 | სოფ. ბობოყვათის საჯარო სკოლა (სოფელ ბობოყვათის სკოლის, სოფელ ქვედა ბობოყვათის დაწყებითი სკოლის და სოფელ ქვედა დაგვას დაწყებითი სკოლის უფლებამონაცვლე) | სოფ. ბობოყვათი | დაწ-საბ-საშ |
| 17 | სოფ. დაგვას საჯარო სკოლა (სოფელ დაგვას №1 სკოლის, სოფელ დაგვას №2 სკოლის, სოფელ ზედა დაგვას დაწყებითი სკოლის და სოფელ დაგვას საბაზო სკოლის უფლებამონაცვლე) | სოფ დაგვა | დაწ-საბ-საშ |
| 18 | სოფ. ქვ. კვირიკეს საჯარო სკოლა | სოფ. ქვ. კვირიკე | დაწ-საბ-საშ |
| 19 | სოფ. ზედა კვირიკეს საჯარო სკოლა | სოფ ზედა კვირიკე | დაწ-საბაზო |
| 20 | სოფ. კვირიკეს №1 საჯარო სკოლა | სოფ. კვირიკე | დაწ-საბ-საშ |
| 21 | სოფ. კვირიკეს №2 საჯარო სკოლა | სოფ. კვირიკე | დაწ-საბ-საშ |
| 22 | სოფ. ქვ.სამების საჯარო სკოლა | სოფ. ქვ.სამება | დაწ-საბ-საშ |
| 23 | სოფ. ზედა სამების საჯარო სკოლა | სოფ. ზედა სამება | დაწ-საბ-საშ |
| 24 | სოფ. ხუცუბნის საჯარო სკოლა (სოფელ ხუცუბნის სკოლის და სოფელ ხუცუბნის დაწყებითი სკოლის უფლებამონაცვლე) | სოფ. ხუცუბანი | დაწ-საბ-საშ |
| 25 | სოფ. გვარას საჯარო სკოლა | სოფ. გვარა | დაწ-საბ-საშ |
| 26 | სოფ. ქობულეთის საჯარო სკოლა (სოფელ ქობულეთის სკოლის და სოფელ ქობულეთის დაწყებითი სკოლის უფლებამონაცვლე) | სოფ. ქობულეთი | დაწ-საბ-საშ |
| 27 | სოფ. ჭახათის საჯარო სკოლა | სოფ. ჭახათი | დაწ-საბ-საშ |
| 28 | სოფ. აჭყვისთავის საჯარო სკოლა | სოფ. აჭყვისთავი | დაწ-საბ-საშ |
| 29 | სოფ. ზენითის საჯარო სკოლა | სოფ. ზენითი | დაწ-საბ-საშ |
| 30 | სოფ. ალამბრის საჯარო სკოლა | სოფ. ალამბარი | დაწ-საბ-საშ |
| 31 | სოფ. მუხაესტატეს საჯარო სკოლა | სოფ. მუხაესტატე | დაწ-საბ-საშ |
| 32 | სოფ. წყავროკას საჯარო სკოლა | სოფ. წყავროკა | დაწ-საბ-საშ |
| 33 | სოფ. ლეღვას №1 საჯარო სკოლა (სოფელ ლეღვას №1 სკოლის და სოფელ ჩეხედანას დაწყებითი სკოლის უფლებამონაცვლე) | სოფ. ლეღვა | დაწ-საბ-საშ |
| 34 | სოფ. ლეღვას №2 საჯარო სკოლა | სოფ. ლეღვა | დაწ-საბ-საშ |
| 35 | სოფ. ქაქუთის საჯარო სკოლა (სოფელ ქაქუთის სკოლის და სოფელ ნაცხავატევის დაწყებითი სკოლის უფლებამონაცვლე) | სოფ. ქაქუთი | დაწ-საბ-საშ |
| 36 | სოფ. ოჩხამურის საჯარო სკოლა (სოფელ ოჩხამურის სკოლის და სოფელ ოჩხამურის დაწყებითი სკოლის უფლებამონაცვლე) | სოფ. ოჩხამური | დაწ-საბ-საშ |
| 37 | სოფ. ცეცხლაურის №1 საჯარო სკოლა | სოფ. ცეცხლაური | დაწ-საბ-საშ |
| 38 | სოფ. ცეცხლაურის №2 საჯარო სკოლა | სოფ. ცეცხლაური | დაწ-საბაზო |
| 39 | სოფ. ჯიხანჯურის საჯარო სკოლა | სოფ. ჯიხანჯური | დაწ-საბ-საშ |
| 40 | სოფ. ბუკნარის საჯარო სკოლა (სოფელ ბუკნარის საბაზო სკოლის და სოფელ დივიტის დაწყებითი სკოლის უფლებამონაცვლე) | სოფ. ბუკნარი | დაწ-საბაზო |
| 41 | სოფ. ზედა აჭყვას საჯარო სკოლა | სოფ. ზედა აჭყვა | დაწ-საბაზო |
| 42 | სოფ. სტალინისუბნის საჯარო სკოლა (სტალინისუბნის საბაზო სკოლის და სტალინის უბნის ლტოლვილთა სკოლის უფლებამონაცვლე) | სოფ. სტალინისუბანი | დაწ-საბაზო |
| 43 | სოფ. ნაკაიძეების საჯარო სკოლა | სოფ. ნაკაიძეები | დაწ-საბაზო |
| 44 | სოფ. კოხის საჯარო სკოლა | სოფ. კოხი | დაწ-საბაზო |
| 45 | სოფ. კონდიდის საჯარო სკოლა | სოფ. კონდიდი | დაწ-საბაზო |
| 46 | სოფ. სკურას საჯარო სკოლა | სოფ. სკურა | დაწ-საბაზო |
| 47 | სოფ. აჭის საჯარო სკოლა | სოფ. აჭი | დაწ-საბაზო |
მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები