„ფულის გაცემის ყოვეთვიური ოპერატიული ფინანსური გეგმის პროექტის შედგენის,დამტკიცებისა და ფულის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“

  • Word
„ფულის გაცემის ყოვეთვიური ოპერატიული ფინანსური გეგმის პროექტის შედგენის,დამტკიცებისა და ფულის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 738
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 120, 21/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016005
  • Word
738
20/09/2010
სსმ, 120, 21/09/2010
190040000.22.033.016005
„ფულის გაცემის ყოვეთვიური ოპერატიული ფინანსური გეგმის პროექტის შედგენის,დამტკიცებისა და ფულის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის                                                                        

ბრძანება №738

2010 წლის 20 სექტემბერი

ქ.თბილისი

ფულის გაცემის ყოველთვიური ოპერატიული ფინანსური გეგმის პროექტის შედგენის, დამტკიცებისა და ფულის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 51-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

დამტკიცდეს ფულის გაცემის ყოველთვიური ოპერატიული ფინანსური გეგმის პროექტის შედგენის, დამტკიცებისა და ფულის გაცემის წესი“.

  მუხლი  2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 დეკემბრის №1307 ბრძანებ საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.

მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ბაინდურაშვილი

ფულის გაცემის ყოვეთვიური ოპერატიული ფინანსური გეგმის პროექტის  შედგენის, დამტკიცებისა და  ფულის გაცემის წესი

    მუხლი 1.  ზოგადი დებულებები

1. ეს წესი არეგულირებს სებიუჯეტო ორგანიზაციების გადასახდელების დასაფინანსებლად ფულის გაცემის ყოველთვიური ოპერატიული ფინანსური გეგმის (შემდგომში ფინანსური გეგმა) პროექტის შედგენის, დამტკიცებისა და ფულის გაცემის პროცედურებს.

2. ფინანსური გეგმა წარმოადგენს მოკლევადიანი დაგეგმვის ინსტრუმენტს და მოიცავს შესაბამის პერიოდში შემოსულობების, ნაშთის ცვლილებისა და გადასახდელების  ერთი თვის საპროგნოზო მაჩვენებლებს.

3. ფინანსური გეგმა უნდა შეესაბამებოდეს ბიუჯეტის განწერით დადგენილ მაჩვენებლებს.

4. ფინანსური გეგმის პროქტის შედგენის, დამტკიცებისა და ფულის გაცემის  მიზანია სახელმწიფო ხაზინის მიერ ფულადი სახსრების ეფექტურად მართვა და ის არ ცვლის ბიუჯეტის გადასახდელების მართვის არსებულ პროცედურებს.

    მუხლი 2. ფინანსური გეგმის პროექტის შედგენის პროცედურები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური (შემდგომში სახაზინო სამსახური) ფულის გაცემის ფინანსური გეგმის პროექტის შედგენის მიზნით თვის დასაწყისისათვის ხაზინის ერთიან ანგარიშზე სახელმწიფო ბიუჯეტის განკარგულებაში არსებული ნაშთების და ბიუჯეტის შემოსავლების ყოველთვიური საპროგნოზო მაჩვენებლების გათვალისწინებით, ადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი თვის განმავლობაში მისაღები ფულადი სახსრების საპროგნოზო მოცულობას.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის გასული პერიოდის გადასახდელების ფაქტობრივი შესრულების ტენდენციების ანალიზის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის განწერით დადგენილი მაჩვენებლების ფარგლებში სახაზინო სამსახური ამზადებს პროგნოზს მომავალი პერიოდის მოსალოდნელი გადასახდელების შესახებ და  განსაზღვრავს ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის ზღვრულ მოცულობას.

    მუხლი 3. ფინანსური გეგმის პროექტის დამტკიცების პროცედურები

1. ყოველი თვის დასაწყისში სახაზინო სამსახური წარუდგენს და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამტკიცებს ფინანსური გეგმის პროექტს შესაბამის პერიოდში შემოსულობების, ნაშთის ცვლილებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლების გათვალისწინებით.

2. ფინანსურ გეგმაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანხმობით.

 მუხლი 4. ფულის გაცემის პროცედურები

 საბიუჯეტო ორგანიზაციების გადასახდელების დასაფინანსებლად ფულის გაცემას სახაზინო სამსახური ახორციელებს თვის ფინანსური გეგმის ფარგლებში.